საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას ახალი პრეზიდენტი და გამგეობა ჰყავს


20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის არჩევნები გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარედ და ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსი რუსუდან ასათიანი.


ასოციაციის გამგეობაში აგრეთვე შევიდნენ:

ასოციაციის გამგეობისა და პრეზიდენტის არჩევნები

მეგობრებო!

როგორც იცით, 20 ივნისს ტარდება საბიბლიოთეკო ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც არჩეულ იქნება ახალი გამგეობა და პრეზიდენტი.

დღეს დასრულდა კანდიდატურების წარმოდგენა და დავაფიქსირეთ შემდეგი მონაცემები:

ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეობის კანდიდატები:

  • რუსუდან ასათიანი – საქ. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსი
  • დიანა გელაშვილი – ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი


ასოციაციის გამგეობის წევრობის კანდიდატები:

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის საერთო კრება

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრს 

მიმართვა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობა გატყობინებთ, რომ ა. წ.  20 ივნისს 10 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. N 7) გაიმართება ასოციაციის საერთო კრება. მოსმენილი იქნება ასოციაციის 2005-2013 წწ. სამუშაო ანგარიში, არჩეული იქნება გამგეობის ახალი შემადგენლობა და პრეზიდენტი, მოეწყობა მსჯელობა ასოციაციის მომავალი გეგმების შესახებ.

„თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“


პროექტი   „თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“
პროექტის სპონსორი -ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
 თანამშრომლობისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში


პროექტის ხანგრძლივობა 5 თვე
ქ. თბილისი                                        1ივნისი 2013 წელი
საინიციატივო  ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა


 


1 ივნისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის   ფარგლებში საგამგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირველი შეხედრა.

შემაშფოთებელი ინფორმაცია ახალციხის ბიბლიოთეკის შესახებ

მედია-სააგენტოები ავრცელებენ შემაშფოთებელ ინფორმაციას ახალციხის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის მდგომარეობაზე.

რას მალავს ახალციხის ”საამაყო” ბიბლიოთეკა

"სამხრეთის კარიბჭე" 09.05.2013

”ნაციონალების” მიერ სარდაფში ჩაყრილი წიგნების ბედით, არც ხელისუფლებაში მოსული ”ოცნება” დაინტერესდა. ახალციხის ბიბლიოთეკაში წელიწადნახევარია ათასობით წიგნი ლპება; მშენებლობის მანიით დაშვებული შეცდომა თუ სამსახურეობრივი გულგრილობა; ვინ არის დამნაშავე და ვისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება...

იფლა/იუნესკოს საჯარო ბიბლიოთეკის მანიფესტი

  

  

იუნესკო 

 

საჯარო ბიბლიოთეკის მანიფესტი 

 

გზა შემეცნებისაკენ 

 

თავისუფლება, კეთილდღეობა და განვითარება საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნებების ძირითადი საკაცობრიო ფასეულობანია. მათი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კარგად ინფორმირებული მოქალაქეების მიერ თავიანთი დემოკრატიული უფლებების გამოყენებითა და საზოგადოებაში აქტიური როლის შესრულებით. დემოკრატიის განვითარებაში კონსტრუქციული მონაწილეობა დამოკიდებულია როგორც განათლების დონეზე ისევე ცოდნის, კულტურისა და ინფორმაციის შეუზღუდავ მიღებაზე.

საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა

საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა -



 28 მაისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეულის დახურა. საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.


თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, ფოიეში გამოიფინა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო მასალა; საკონფერენციო დარბაზში კი გამოიფინა, უნიკალური ფოტოები ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმიდან.


აგრეთვე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია.

ინფოარხების ცნობების შეკრება