საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა

საბიბლიოთეკო კვირეული დაიხურა -



 28 მაისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში საბიბლიოთეკო კვირეულის დახურა. საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვაში მონაწილეობა მიიღეს ბიბლიოთეკების წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.


თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის პირველ სართულზე, ფოიეში გამოიფინა კვირეულის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა ბიბლიოთეკებში ჩატარებული ღონისძიებების ამსახველი ფოტო მასალა; საკონფერენციო დარბაზში კი გამოიფინა, უნიკალური ფოტოები ი.გრიშაშვილის ბიბლიოთეკა-მუზეუმიდან.


აგრეთვე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია.


იასეკ ლევინსონი 7 წელია მსოფლიოს უდიდეს სამეცნიერო გამომცემლობაში – „Wiley“ -ში მუშაობს. მას წიგნის დისტრიბუციის საკუთარი სააგენტო 2002 წლიდან აქვს. მანამდე კი მას ვარშავაში ორი წიგნის მაღაზია ჰქონდა.


თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში მან წაიკითხა მოხსენება. მოხსენების პირველი ნაწილი დაეთმო ელექტრონულ რესურსებს (ელ.ჟურნალებს და ელ.წიგნებს) „Wiley“-დან, ხოლო მეორე ნაწილში მან წარმოადგინა თავისი ორგანიზაციის სერვისების პრეზენტაცია და ისაუბრა შესაძლებლობებზე და წიგნის შეკვეთის შესახებ.


საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა პროექტის - „საჯარო ბიბლიოთეკების მომსახურეობის მოდერნიზაცია“ და სამხრეთ აფრიკაში გამართული კონფერენციის „მსოფლიო ბიბლიოთეკები 2013“ შესახებ.


ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა საქართველოს სხვადსხვა რეგიონებიდან წარმოადგინეს პრეზენტაციები ბიბლიოთეკაში დანერგილი ინოვაციების შესახებ. პრეზენტაციები დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა და გამარჯვებულებს პრიზები გადაეცათ. პირველ ადგილზე რუსთავის ცენტრალური ბიბლიოთეკა გავიდა, მეორე ადგილზე ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკა, ხოლო მესამე ადგილზე ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა.



[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]


 ფოტოები: https://www.facebook.com/#!/NSLGeorgia/photos_stream

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.