საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას ახალი პრეზიდენტი და გამგეობა ჰყავს
20 ივნისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობის არჩევნები გაიმართა. გამგეობის თავმჯდომარედ და ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს ეროვნული ბიბლიოთეკის პლაკატისა და ესტამპის განყოფილების უფროსი რუსუდან ასათიანი.
ასოციაციის გამგეობაში აგრეთვე შევიდნენ:
- ირაკლი ღარიბაშვილი – თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა,
- გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,
- ალექსანდრე ლორია – ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" მთავარი რედაქტორი,
- თამარ ხახუტაშვილი – თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა,
- გურამ თაყნიაშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,
- ციცო ქველიძე – თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა,
- ინგა ფილაური – ილიას უნივერსიტეტი,
- დიანა გელაშვილი – ხაშურის საბიბლიოთეკო გაერთიანება,
- გენადი მახარაძე – ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა
ფოტოგალერეა
სურათები 20 ივნისის ყრილობიდან
კომენტარის გამოქვეყნება