საერთაშორისო კონსორციუმი EIFL

ჩვენი კონსორციუმი არის საერთაშორისო კონსორციუმის (ბიბლიოთეკების კონსორციუმიების კონსორციუმის), EIFL-ის წევრი.


ეს კონსორციუმი აერთიანებს 60-ზე მეტი ქვეყნის ბიბლიოთკების კონსორციუმებს და საერთო ჯამში ათასობით ბიბლიოთეკას ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. ეს ქსელი მუდმივად იზრდება.



EIFL გენერალური ასამბლეის მონაწილეები, 2011 - მინსკი, ბელორუსია (ფოტო: Titas Kriščiūnas).


კონსორციუმის სახელწოდება წარმოიქმნა 1999 წელს პროექტის სახელწოდებიდან "ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისათვის" (Electronic Information for Libraries), იგი რეგისტრირებულია ნიდერლანდებში იურიდიული სახელწოდებით "Stichting eIFL.net".


მისია
EIFL უზრუნველყოფს ცოდნის ხელმისაწვდომობას განვითარებადი ქვეყნების ბიბლიოთეკებისათვის, რითაც ხელს უწყობს ამ ქვეყნების სტაბილურ ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას.


EIFL კონსორციუმის მთავარი ინიციატივებია:


• EIFL-კონსორციუმის მართვა
• EIFL-ლიცენზირება
• EIFL-OA: თავისუფალი წვდომა
• EIFL-IP: საავტორო უფლებები და ბიბლიოთეკები
• EIFL-FOSS: ღია პროგრამული უზრუნველყოფა ბიბლიოთეკების
• EIFL-PLIP: საჯარო ბიბლიოთეკების ინოვაციის პროგრამა


ვრცლად: http://www.eifl.net/home


EIFL კონსორციუმის ცნობის ფურცელი: http://www.eifl.net/newsletter