ასოციაციის შესახებ

  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(sid) AS count FROM drusessions WHERE timestamp >= 1600438370 AND uid = 0 in /var/www/drup/includes/session.inc on line 120.
  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(DISTINCT s.uid) FROM drusessions s WHERE s.timestamp >= 1600438370 AND s.uid > 0 in /var/www/drup/modules/user/user.module on line 776.

          საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია წარმოადგენს ნებაყოფლობით საზოგადოებრივ გაერთიანებას, რომლის ძირითადი სამოქმედო პრინციპები შემდეგში მდგომარეობს:

            საქართველოს ბიბლიოთეკები ფლობენ კულტურის, განათლების, ინფორმაციის და ცოდნის უდიდეს საგანძურს, რომელიც ესაჭიროება ყოველ ჩვენგანს, ჩვენს ქვეყანას და მის ყოველ მოქალაქეს. მისი აღნუსხვა და დაცვა ხელს შეუწყობს ამ საგანძურის გამოყენებას ყოველი ჩვენთაგანის საკეთილდღეოდ. ეს ცოდნა, ინფორმაცია განსაკუთრებით გვესაჭიროება პოლიტიკური, ეკონომიკური და დემოკრატიული გარდაქმნების პერიოდში.

            ახალი საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განვითარება საშუალებას იძლევა გამოყენებულ იქნეს მსოფლიოს კულტურის, მეცნიერების, ტექნიკის მიღწევები და აგრეთვე გავაცნოთ მსოფლიო საზოგადოებას ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალური და მხატვრული შემოქმედების მიღწევები.

            ამ ამოცანების გადაჭრა შეუძლია მხოლოდ კარგად ორგანიზებულ და საყოველთაოდ მიღებულ თანამედროვე პრინციპებზე მომუშავე საბიბლიოთეკო- საინფორმაციო ქსელს, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს საზოგადოების მოთხოვნებს,  ითვალისწინებდეს და ასახავდეს მათ ცვლილებებს, ინარჩუნებდეს მაღალი იდეალებისადმი ორიენტაციის ტრადიციას, და ამავე დროს თვითონ სთავაზობდეს და აცნობდეს საზოგადოებას საინფორმაციო მომსახურების თანამედროვე ფორმებს.

            ნებისმიერი სისტემის მუშაობა წარმოუდგენელია მისი შემადგენელი პიროვნებების შრომისა და შემოქმედების გარეშე. ბიბლიოთეკარები, რომლებიც ყოველთვის დიდი მონდომებითა და მოთმინებით ემსახურებოდენენ როგორც მთელ ერს, და ასევე თითოეულ   მკითხველს, ნამდვილად იმსახურებენ იმას, რომ მათ შრომის და განათლების საუკეთესო პირობები შეექმნათ, დაცული ყოფილიყვნენ სოციალური და სამართლებლივი თვალსაზრისით.

             საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მიზნები და ამოცანებია  ჩვენს წინ არსებული  პრობლემების გადალახვა:


•        ერთიანობით, საბიბლიოთეკო საქმის ერთიანი კოორდინაციის გზით;

•        საზოგადოებასთან და ბიბლიოთეკებს შორის დიალოგის, აზრთა გაცვლის გაძლიერების საშუალებით;

•        ასოციაციის წევრთა ინტელექტუალური და შემოქმედებითი პოტენციალის ერთობლივი და მიზანდასახული განვითარებისა და გამოყენების, ინოვაციების დანერგვის გზით;

•        საერთო მიზნების ზუსტი განსაზღვრით, საღი განსჯით და მათი განხორციელების რეალური პრაქტიკული გზების დასახვით;

•        ახალგაზრდობის ნიჭისა და ენერგიის გამოყენებით.

 

 

...

იგი დაარსდა 2000 წელს, ....

 

ტელეფონი: 2363413

დაგვიმეგობრდით facebook-ზე:

https://www.facebook.com/GeorgianLibraryAssociation2000/