წესდება

მიღებულია                                  რეგისტრირებულია
დამფუძნებელთა კრებაზე              თბილისის მთაწმინდა- კრწანისის
2000 წლის 20 ივლისს                რაიონული სასამართლოს მიერ
                                                  2000 წლის “__20__” “___სექტ________”                                                                    N 06/9-    დადგენილებით
                                                მოსამართლე
    



კავშირი – “საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია”


წესდება


  
მუხლი 1 – ზოგადი დებულებები

1.1    ორგანიზაციის სახელწოდება  – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია (ინგლისურად Georgian Library Association), შემდგომში – ასოციაცია.
1.2    ასოციაცია წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული კავშირის ტიპის საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნდება და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების შესაბამისად. იგი წარმოადგენს არასამთავრობო და არაკომერციულ (არასამეწარმეო) იურიდიულ პირს. მას აქვს საკუთარი ბალანსი, საბანკო ანგარიშ(ებ)ი და შესაბამისი ატრიბუტიკა (ბეჭედი, ლოგო, ბლანკი და სხვა),
1.3    ასოციაცია ნებაყოფლობით საფუძველზე აერთიანებს საქართველოს ბიბლიოთეკებს, არქივებს, მუზეუმებს, საინფორმაციო, საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ ცენტრებს, ამ სფეროში მომუშავე სხვა ორგანიზაციებს ან კერძო პირებს;
1.4    ასოციაციის შტაბ-ბინა მდებარეობს მისამართზე: თბილისი, 380007, გუდიაშვილის ქ. 7;
1.5    ასოციაციის საქმიანობა ხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.


მუხლი 2 – მიზნები და მუშაობის მეთოდები

2.1 ასოციაციის მიზნებია:
    საქართველოს მოქალაქეთათვის თანაბარი და მოსახერხებელი პირობების შექმნა ინფორმაციისა და ცოდნის მიღებისათვის, საყოველთაო ხელმისაწვდომობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება;
    საქართველოში ერთიანი საინფორმაციო პოლიტიკის და საბიბლიოთეკო სისტემის ჩამოყალიბების, მისი ეფექტური მუშაობის და ანალოგიურ საერთაშორისო სისტემებში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
    ასოციაციის წევრთა სამუშაო გეგმების კოორდინაცია და ერთობლივი პროექტების შემუშავება;
    ერთიანი სტანდარტების, ნორმატიული საფუძვლების დადგენა და დაცვა,
    აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო სამუშაოს ხელშეწყობა;
    ასოციაციის წევრთა ინტელექტუალური, საავტორო, ქონებრივი და სხვა უფლებების დაცვა.

2.2 ზემოთ დასახელებული მიზნების მისაღწევად ასოციაცია შემდეგი სახის საქმიანობას ეწევა:
 
    აწყობს საბიბლიოთეკო და საინფორმაციო საქმის აქტუალურ პრობლემათა ფართო განხილვას და ანალიზს, ხელს უწყობს ამ პრობლემათა ირგვლივ საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და შედეგების საჯაროობას; თანამშრომლობს აღნიშნულ სფეროში მოღვაწე ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ კერძო პირთან;
    ხელს უწყობს აღნიშნულ სფეროში თანამედროვე მიდგომების, მეთოდებისა და ტექნოლოგიების დამკვიდრებას და განვითარებას;
    აარსებს და დახმარებას უწევს სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ, პროფესიული დახელოვნების კურსებს, თანამშრომლობს არსებულ სასწავლო ცენტრებთან;
    გამოსცემს და ავრცელებს სასწავლო, მეთოდურ, ნორმატიულ და სხვა სახის მასალებს, ქმნის საკუთარ საგამომცემლო ბაზას;
    აწყობს რეგულარულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციებს, სემინარებს, სიმპოზიუმებს და სხვა ღონისძიებებს აქტუალურ პრობლემათა ირგვლივ;
    მოთხოვნილების შესაბამისად ქმნის ასოციაციის რეგიონალურ ან დარგობრივ ქვეგანაყოფებს, რომლებიც შესაბამის რეგიონში ან სფეროში ეწევიან საქმიანობას ასოციაციის საერთო მიზნების მისაღწევად;
    ეწევა კანონით ნებადართული ნებისმიერი სახის საქმიანობას თავისი მიზნების მისაღწევად, საჭიროების შემთხვევაში ქმნის დაქვემდებარებულ კომერციულ საწარმოებს, რომელთა შემოსავალი ასოციაციის საქმიანობას და განვითარებას ხმარდება;
    ზრუნავს ასოციაციის წევრთათვის მოსახერხებელი სამუშაო პირობების შექმნასა და გაუმჯობესებაზე.


მუხლი 3 – ასოციაციის წევრები, მათი უფლებები და მოვალეობები

3.1 ასოციაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბიბლიოთეკა, არქივი, მუზეუმი, საინფორმაციო ცენტრი, აღნიშნულ სფეროში მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაცია და კერძო პირი ეროვნული, რელიგიური ან რასობრივი ნიშნების განურჩევლად, რომელიც აღიარებს ასოციაციის მიზნებს, ეთანხმება წესდების დებულებებს.
3.2 წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის ნებისმიერ საქმიანობაში, მიიღოს ინფორმაცია პროექტების მიმდინარეობის შესახებ (მათ შორის ფინანსურ საკითხებზე), აირჩიოს ან არჩეულ იქნას ასოციაციის მმართველ ორგანოებში.
3.3 ასოციაციის წევრად მიღების ან წევრობის შეწყვეტის წესები განსაზღვრულია წინამდებარე წესდებაში.
3.4 ასოციაციას შეიძლება ჰყავდეს შემდეგი კატეგორიის წევრები:
3.4.1 კოლექტიური წევრი – იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც მოღვაწეობს ასოციაციის საქმიანობის სფეროში. კოლექტიურ წევრი იხდის წლიურ საწევრო გადასახადს. კოლექტიურ წევრს ერთი გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს.
3.4.2 ასოცირებული წევრი – იურიდიული პირი, ორგანიზაცია, რომელიც მოღვაწეობს ასოციაციის საქმიანობის სფეროში. ასოცირებულ წევრი არ იხდის წლიურ საწევრო გადასახად. ასოცირებულ წევრს ერთი სათათბირო ხმის უფლება აქვს.
3.4.3 ინდივიდუალური წევრი – პიროვნება რომელიც თავისი საქმიანობით ხელს უწყობს ასოციაციის ზემოთ მოყვანილი მიზნების მიღწევას. ინდივიდუალურ წევრი იხდის წლიურ საწევრო გადასახადს. ინდივიდუალურ წევრს ერთი გადამწყვეტი ხმის უფლება აქვს.
3.4.4 საპატიო წევრი - პიროვნება რომელსაც თავისი საქმიანობით მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი ასოციაციის ზემოთ მოყვანილი მიზნების მიღწევისათვის.

3.5 საწევრო გადასახის ოდენობას განსაზღვრავს ასოციაციის მმართველი ორგანოები.
3.6 ასოციაციის წევრობის მსურველმა წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ასოციაციის გამგეობას. წევრად მიღებას და რეგისტრაციას აწარმოებს გამგეობა. ასოციაციის წევრი ჩაითვლება წევრად მანამ, სანამ იგი ასრულებს ასოციაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს, იცავს ასოციაციის წესდებას და ნორმებს.
3.7 ასოციაციის წევრი არ არის ინდივიდუალურად პასუხისმგებელი ასოციაციის ვალდებულებებსა და გარიგებებზე (გარდა 4.3.4-ში განსაზღვრული შემთხვევებისა), ისევე, როგორც ასოციაცია არ აგებს პასუხს თავის წევრთა ინდივიდუალურ საქმიანობაზე.
3.8 ასოციაციის წევრობის შეწყვეტა ხდება:
ა) თუ წევრი მიმართავს წერილობითი თხოვნით გამგეობას წევრობაზე უარის თაობაზე,
ბ) თუ იგი არ გადაიხდის საწევრო გადასახადს გადახდის ვადის დადგომიდან 6 თვის განმავლობაში,
გ) თუ წევრი ჩაიდენს ასოციაციის წესდების შეუსაბამო მძიმე დანაშაულს,
დ) სხვა მიზეზით, ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით, ხმის უფლების მქონე წევრების საერთო რაოდენობის 2/3-ის უმრავლესობით.

მუხლი 4 – ასოციაციის მმართველი ორგანოები

4.1 ასოციაციის მმართველი ორგანოებია:
ა) ასოციაციის საერთო კრება
ბ) გამგეობა
გ) მუდმივმოქმედი კომიტეტები
დ) მზრუნველთა საბჭო

4.2 საერთო კრება
4.2.1 ასოციაციის უმაღლესი მმართველი ორგანოა ასოციაციის საერთო კრება. საერთო კრება მოწვეული უნდა იქნას არანაკლებ წელიწადში ერთხელ. საერთო კრების თარიღი, ადგილი და განსახილველ საკითხთა ნუსხა წინასწარ უნდა დადგინდეს და დაეგზავნოს  ასოციაციის ყველა წევრს კრებამდე არაუგვიანეს 1 თვისა, ნაბეჭდი, ფაქსიმილური თუ ელექტრონული სახით.
4.2.2 საერთო კრება უფლებამოსილად ჩაითვლება, თუ მას ესწრება ხმის უფლებიან წევრთა 50%-ზე მეტი. დასაშვებია ხმის უფლების დროებითი გადაცემა სხვა წევრისათვის, წერილობითი განცხადების საფუძველზე.
4.2.3 შესაძლებელია რიგგარეშე საერთო კრების მოწვევა, ასოციაციის პრეზიდენტის, გამგეობის, ან წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
4.2.4 საერთო კრება უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის საქმიანობის ნებისმიერ საკითხზე. მის განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება:
1.    ასოციაციის წესდების დამტკიცება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა;
2.    ასოციაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა და სტრატეგიული გეგმების და პროექტების დამტკიცება;
3.    ასოციაციის პრეზიდენტის, გამგეობის არჩევა და მათგან წლიური ანგარიშის მოსმენა;
4.    წლიური გეგმისა და ბიუჯეტის დამტკიცება;
5.    მუდმივმოქმედი კომიტეტების შექმნა ან გაუქმება;
6.    გადაწყვეტილების მიღება ასოციაციის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ.

4.2.5 გადაწყვეტილებების მიღება საერთო კრებაზე ხდება უბრალო უმრავლესობით, ხოლო 4.2.4-ში მოყვანილ 1, 2, 6 საკითხებზე ¬– ხმების 2/3-ით.  

4.3 გამგეობა
4.3.1 ასოციაციის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს ასოციაციის გამგეობა, რომლის შემდგენლობაში შედის პრეზიდენტი, აღმასრულებელი დირექტორი, ხაზინადარი, მდივანი, და სხვა წევრები.
4.3.2 გამგეობის წევრთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 5 და არაუმეტეს 15-ისა.
4.3.3 გამგეობის კრებები ტარდება თვეში ერთხელ მაინც. კრების თარიღი, ადგილი და განსახილველ საკითხთა ნუსხა წინასწარ უნდა იქნას დადგენილი და დაეგზავნოს  გამგეობის ყველა წევრს კრებამდე არაუგვიანეს 1 კვირისა, ნაბეჭდი, ფაქსიმილური თუ ელექტრონული სახით.
4.3.4 გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან ასოციაციის საქმეები წარმართონ კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად და მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო წარმოშობილი ზარალისათვის აგებენ პასუხს.
4.3.5 გამგეობის კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება გამგეობის წევრთა არანაკლებ 2/3-ისა. გადაწყვეტილებების მიღება ხდება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით.
4.3.6 გამგეობა
    უზრუნველყოფს საერთო კრების მიერ დამტკიცებული წლიური გეგმების შესრულებას,
    იღებს გადაწყვეტილებას წევრად მიღების ან წევრობის შეწყვეტის შესახებ,
    განსაზღვრავს საწევრო გადასახადების ოდენობას და გადახდის წესს,
    იღებს გადაწყვეტილებას დროებითი სამუშაო კომიტეტების, ჯგუფების შექმნის შესახებ, განსაზღვრავს მათ შემადგენლობას, მოვალეობებს და მოქმედების პერიოდს,
    იღებს გადაწყვეტილებებს ყველა იმ მიმდინარე საკითხზე, რომელიც საერთო კრების განსაკუთრებულ კომპეტენციას არ განეკუთვნება.
 
4.4 ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე – პრეზიდენტი
4.4.1 ასოციაციის პრეზიდენტს ირჩევს საერთო კრება 5 წლის ვადით.
4.4.2 ასოციაციის პრეზიდენტი უზრუნველყოფს გამგეობის გადაწყვეტილებათა შესრულებას. იგი უფლებამოსილია წარმოადგენდეს ასოციაციას სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ. იგი ასოციაციის სახელით აწარმოებს მოლაპარაკებებს, დებს ხელშეკრულებებს, აწარმოებს გარიგებებს, გასცემს მინდობილობებს, ხსნის და ხურავს საბანკო ანგარიშებს, წარმოადგენს ასოციაციას სასამართლოში.
4.4.3 ასოციაციის პრეზიდენტი წარმართავს ასოციაციის საერთო კრებას და გამგეობის კრებებს,
4.4.4 ასოციაციის პრეზიდენტი წარუდგენს ასოციაციის საერთო კრებას წლიური საქმიანობის ანგარიშს,

4.5 აღმასრულებელი დირექტორი კოორდინირებას უწევს ასოციაციის მიმდინარე საქმიანობას, პრეზიდენტის არყოფნის ან შეუძლოდ ყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობებს.
4.6    პასუხისმგებელი მდივანი აწარმოებს გამგეობის და საერთო კრების ოქმებს,
ამზადებს წლიურ ანგარიშს საერთო კრებაზე წარსადგენად, ატყობინებს გამგეობის წევრებს კრების თარიღსა და დღის წესრიგს,
4.7    ხაზინადარი აღრიცხავს საწევრო გადასახადების მიღებას, აწარმოებს ასოციაციის ფინანსურ ანგარიშგებას, ამზადებს წლიურ ფინანსურ ანგარიშს საერთო კრებისათვის წარსადგენად.
4.8    დასაშვებია ხაზინადარისა და პასუხისმგებელი მდივნის თანამდებობების შეთავსება.

4.9 კომიტეტები
4.9.1 ასოციაციასთან შესაძლებელია შეიქმნას მუდმივმოქმედი ან დროებითი კომიტეტები, ან ჯგუფები, რომელთა დანიშნულებაა:
    კოორდინაცია გაუწიოს ასოციაციის საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებს;
    გამგეობასთან თანამშრომლობით დააზუსტოს ან შეამოწმოს სამუშაო გეგმების შესრულება, საფინანსო აღრიცხვა;
    უზრუნველყოს ასოციაციის სამეურნეო-მარკეტინგული საქმიანობის მართვა;
    აწარმოოს წევრთა რეგისტრაცია;
და სხვ.

4.10     ასოციაციის მზრუნველთა საბჭო:

4.10.1 ასოციაციის მზრუნველთა საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს ასოციაციის საერთო კრება, ასოციაციის პრეზიდენტის წარდგენით.
4.10.2 მზრუნველთა საბჭოს წევრებად აირჩევა საზოგადოების წევრები, რომლებიც იწონებენ ასოციაციის მიზნებს და მზად არიან ხელი შეუწყონ მის საქმიანობას, საქართველოში კულტურის, განათლების, საინფორმაციო საქმის და დემოკრატიის განვითარების მიზნით.
4.10.3 მზრუნველთა საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 5-ისა და არაუმეტეს 15-ისა.
4.10.4 მზრუნველთა საბჭოს ფუნქციებია:

    დაეხმაროს ასოციაციას მისი ამოცანებისა და მიზნების შეთანხმებასა და დაზუსტებაში. შესაბამისი რეკომენდაციები გადასცეს ასოციაციის გამგეობას;  
    წელიწადში ერთხელ მაინც მოისმინოს ასოციაციის გამგეობის წლიური ანგარიში შესრულებული საქმიანობის შესახებ და მომავალი გეგმები, გააკონტროლოს პროექტებისა და გეგმების შესაბამისობა ასოციაციის წესდებისა და მიზნებისადმი. საბჭოს შეუძლია შეაჩეროს ასოციაციის გამგეობის გადაწყვეტილებები, თუ ისინი არ შეესაბამებიან წესდებას;
    ხელი შეუწყოს ასოციაციის საქმიანი კავშირების გაფართოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ;
    ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებასა და განვითარებას საბიბლიოთეკეო და საინფორმაციო დარგში, მხარი დაუჭიროს ასოციაციის საქმიანობას მისი მიზნების და ქმედების შედეგების ფართოდ გავრცელების საშუალებით;
    დაეხმაროს ასოციაციას კონსულტაციებისა და პრობლემების განხილვის გზით;
    რეგულარულად გამოავლინოს და სათანადოდ აღნიშნოს (ჯილდოების, პრემიების, და სხვა სახით) ასოციაციისა და მისი წევრების მიღწევები და წვლილი.

4.10.5 მზრუნველთა საბჭოს კრებას იწვევს ასოციაციის გამგეობა, არანაკლებ წელიწადში ერთხელ. კრების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით წინასწარ უნდა  მიეწოდოს საბჭოს ყოველ წევრს.
4.10.5 საბჭოს კრება უფლებამოსილია თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა საერთო რიცხვის არანაკლებ 1/3-ისა (მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა). გადაწყვეტილებების მიღება ხდება კენჭისყრით, დამსწრეთა უმრავლესობით.

მუხლი 5 – ასოციაციის ქონება

5.1 ასოციაცია განკარგავს ქონებას (ფულად სახსრებს, ფასიან ქაღალდებს, შენობა-ნაგებობებს, სატრანსპორტო საშუალებებს და სხვა), რომელიც მას ესაჭიროება საწესდებო ამოცანების განსახორციელებლად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

5.2 ასოციაციის ქონება იქმნება:
    საწევრო გადასახადებით,
    ფიზიკურ თუ კერძო პირთა საქველმოქმედო შემოწირულობებით,
    სხვადასხვა ღონისძიებებისგან მიღებული შემოსავლებით,
    გრანტებით
    საგამომცემლო ან წესდებით გათვალისწინებული სხვა სახის სამეურნეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებით.

5.3 ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, საერთო კრების გადაწყვეტილებით, მისი ქონება გადაეცემა საქართველოში მოქმედ ერთ ან რამდენიმე ორგანიზაციას, რომლებიც იმავე ან მსგავს მიზნებს ემსახურებიან. თუ ასეთი ორგანიზაციები არ არსებობენ, მაშინ შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ამ ქონების საქველმოქმედო ორგანიზაციის ან სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.


მუხლი 6 – ასოციაციის საქმიანობის შეწყვეტა

    ასოციაციის საქმიანობა შეიძლება შეწყდეს მისი რეორგანიზაციის (შეერთება, გაყოფა, გარდაქმნა და სხვა) ან ლიკვიდაციის გზით.
    ასოციაციის ლიკვიდაცია ხდება:
•    საერთო კრების გადაწყვეტილებით,
•    რეგისტრაციის გაუქმებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ასოციაციის საქმიანობა არ შეესაბამება წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს,
•    გაკოტრებისას,
•    მიზნების მიღწევის შემთხვევაში.

    ლიკვიდაციას ხელმძღვანელობს საერთო კრების მიერ არჩეული ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე შექმნილი სალიკვიდაციო კომიტეტი.
    ლიკვიდაციის შემთხვევაში უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულად ერთეულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. დარჩენილი ქონების გადაცემის საკითხს წყვეტს სალიკვიდაციო კომიტეტი.

კავშირის დამფუძნებლები:

1.    ალექსანდრე ლორია – თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის კათედრის დოცენტი, ბიბლიოთეკათმცოდნე.
                                                      პირადობის მოწმობა №01017012782, გაცემული მთაწმინდის შს სამმართველოს მიერ 20.3.98
    მისამართი: კეკელიძის ქ. № 18

2.    ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის დირექტორის მოადგილე, ინჟინერ-ფიზიკოსი,
პირადობის მოწმ. № 01017000553, გაცემული მთაწმინდის შს განყოფილების მიერ, მისამართი: ქიაჩელის ქ. № 5/7

3.    მზია რაზმაძე – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის განყოფილების გამგე, ფიზიკოსი; პირადობის მოწმ. № 01025010142 გაცემული საბურთალოს შს განყ. მიერ. 21.05.99, მისამართი: დადიანის ქ. № 77.

4.    გულნარა სტურუა – თბილისის უცხო ენათა და კულტურათა  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი, ბიბლიოთეკათმცოდნე; პასპორტი  - ТИ № 646787 გაცემული ქ.თბილისის ორჯონიკიძის რაიმილიციის მიერ 31\03-77. მისამართი: ფალიაშვილის ქ. № 81

    5. გურამ თაყნიაშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  სამეცნიერო-მეთოდური და კოორდინაციული მუშაობის განყოფილების გამგე, ბიბლიოთეკათმცოდნე. პირ. მოწმობა № 01017015425, გაცემული მთაწმინდის შს განყოფილების მიერ 9.03.99. მისამართი: ბაგები, წყნეთის გზატკეცილის პირველი ჩასახვევი № 17.