„თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“

  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(sid) AS count FROM drusessions WHERE timestamp >= 1596550364 AND uid = 0 in /var/www/drup/includes/session.inc on line 120.
  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(DISTINCT s.uid) FROM drusessions s WHERE s.timestamp >= 1596550364 AND s.uid > 0 in /var/www/drup/modules/user/user.module on line 776.


პროექტი   „თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“
პროექტის სპონსორი -ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო
 თანამშრომლობისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში


პროექტის ხანგრძლივობა 5 თვე
ქ. თბილისი                                        1ივნისი 2013 წელი
საინიციატივო  ჯგუფის პირველი სამუშაო შეხვედრა


 


1 ივნისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა პროექტის   ფარგლებში საგამგებოდ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრთა პირველი შეხედრა.



 გჯუფის წევრები არიან:
1.ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი. (მიმდინარე პროექტის ლიდერი);
 2. ლაურა გრინევიჩიუტე - ორგნიზაცია -სოფლად ინტერნეტის გავრცელების ხელშეწყობის ასოციაციის   პრეზიდენტი (ლიტვა), ( პროექტის დირექტორი);
3. გიორგი კეკელიძე -პარლმენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი;
4.დიანა გელაშვილი - ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექოტრი, (პროექტის კოორდინატორი);
5. გურამ თაყნიაშვილი - ეროვნული ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და სტანდარტების განყოფილების უფროსი;
6.გენადი მახარაძე - ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი;
7.ლალი თაბაგარი - რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი;
8.რიტა წაქაძე -ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე;
9.ირინა ჭოღოშვილი -კულტურის სამინისტროს წიგნის და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი;
10. გვანცა მეზურნიშვილი - იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითრების სააგენტოს თანამშრომელი;
11.მამუკა ხანთაძე -წიგნის ხელოვნების სკოლის დირექტორი;
12.ზაზა ბერიშვილი -გამომცემელობა „სანი“-ს დამფუძნებელი;
13. ანდრო ჩაჩანიძე -ორგანიზაცია „ინტელექტი ქვეყნის სამსახურში“;
14. ნათია ჯოხაძე -განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი;
15.პაატა პაპავა - განათლების სფეროს ექსპერტი;
16.გიორგი კლდიაშვილი -ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
ჯგუფის წევრებისთვის პრეზენტაცია წარადგინა  ლაურა გრინევიჩიუტემ თემით  - „ლიტვის საჯარო ბიბლიოთეკები- საიმედო და სასარგებლო პარტნიორი “,  სადაც საუბარი იყო ლიტვის საბიბლიოთეკო სისტემის მოდერნიზაციისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების პროგრმის შესახებ. ასევე ბიბლიოთეკის, როგორც პოპულარული და მუდმივად განვითრებდი საზოგადოებრივი ცენტრის შესახებ.
ასევე პრეზენტაცია წარადგინეს,  დიანა გელაშვილმა, რიტა წაქაძემ, გენადი მახარაძემ და ლალი თაბაგარმა მათ მუნიციპალურ ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობისა და მომავლის ხედვის შესახებ.
ჯგუფის წევრებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს საქართველოში საბიბლიოთეკო ქსელის დღევანდელი   მდგომარეობა და პრობლემები,  საკანონმდებლო ბაზის განვითარების პერსპექტივები.  შექმნეს SWOT  ანალიზი და შედეგები ასახეს „პრობლემათა ხის“ სისტემის პრინციპით.
 პროექტის შემდეგ ეტაპზე, ჯგუფის სამი წევრი გაემგზავრება ლიტვის რესპუბლიკაში ბიბლიოთეკების მოდერნიზების სახელმწიფო პროგრამის განხორციელების ეტაპების ადგილზე გასაცნობად.
საინიციატივო ჯგუფი მთლიანი შემადგენლობით შეიკრიბება ივლისსა და სექტემბერში ორ-ორ დღიანი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, რის შედეგადაც საბოლოო სახეს მიიღებს დოკუმენტი -  „თანამედროვე ბიბლიოთეკების განვითარების ხედვა საქართველოში“. დოკუმენტის ოფიციალური წარდგინება მოხდება ოქტომბერში.