ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio (ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი პროგრამა);

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ბიბლიოთეკებში „კომპიუტერული პროგრამის – „ღია ბიბლიოთეკის“ დანერგვა და ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების ხელის შეწყობა.

საბიბლიოთეკო პროგრამა Openbiblio განკუთვნილია სასკოლო, საუნივერსიტეტო, საეკლესიო, ასოციაციების, ორგანიზაციების ბიბლიოთეკებისათვის ან კერძო კოლექციებისათვის. მასში  შესაძლებელია 60000-მდე ბიბლიოგრაფიული ჩანაწერის გაკეთება და მართვა, რაც სავსებით საკმარისია სკოლებისა და  უნივერსიტეტების ბიბლიოთეკებისათვის.
   Openbiblio  არის ელექტრონული საბიბლიოთეკო კატალოგის შესაქმნელი მოსახერხებელი პროგრამა. იგი წარმოადგენს „ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემას“ (Integrated Library System) იმ გაგებით, რომ მისი საშუალებით ხდება მთელი საბიბლიოთეკო პროცესის ავტომატიზაცია: ლიტერატურის ნებისმიერი სახეობის (წიგნები, დისკები, პერიოდული გამოცემები, რუკები თუ სხვა) ბიბლიოგრაფიული დამუშავება – ელექტრონული კატალოგში შეტანა, მკითხველთა აღრიცხვა, მკითხველებზე ლიტერატურის გაცემის, დაჯავშნის და უკან დაბრუნების ვადების აღრიცხვა, ადმინისტრაცია და სტატისტიკური ცნობების დაანგარიშება (მაგალითად: „ყველაზე პოპულარული წიგნები“,  „გაცემული ლიტერატურა“, „დავალიანების მქონე მკითხველები“ და სხვა).

ეს პროგრამა ერთის მხრივ საკმაოდ მარტივია (მომხმარებელს თუ ბიბლიოთეკის თანამშრომელს არ გაუჭირდება მისი გამოყენება), მეორე მხრივ კი გამართული და „ფუნქციონალურია“, ანუ მისი საშუალებით ბიბლიოთეკა მოაწესრიგებს თავის სამუშაოს. მისი დანერგვით მოხდება წიგნადი თუ სხვა სახის ფონდების სწრაფი კატალოგიზაცია, აბონემენტის  მოდული გაუადვილებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებს ლიტერატურის მოძებნა-გაცემის პროცესებს. რაც თავის მხრივ დადებითად აისახება საბიბლიოთეკო სერვისის მოწესრიგებასა და პროდუქტიულობაზე.
    პროგრამა არ მოითხოვს რაიმე განსაკუთრებულ სერვერს. მისი დაინსტალირება შეიძლება ნებისმიერი სიმძლავრის კომპიუტერზე, ვინდოუს ან ლინუქს ოპერაციულ სისტემაში.
    საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია 2–3 თვის განმავლობაში კონსულტაციებს გაუწევს პროექტში მონაწილე ორგანიზაციებს, რადგან ჩვენი გამოცდილებით, დამოუკიდებელი მუშაობის პროცესში წამოიჭრება სხვადასხვა კონკრეტული შეკითხვა, რაც ხელს უწყობს პროგრამის საბოლოო დაუფლებას.

  მომხმარებლის სახელმძღვანელო გამოცემულია ბეჭდური სახით და ვრცელდება საბიბლიოთეკო ასოციაციის მიერ.

 საქართველოში ელექტრონული საბიბლიოთეკო პროგრამა Openbiblio დაინსტალირებულია ორგანიზაციებში:

 

ა(ა)იპ გორის უნივერსიტეტი

აკადემიკოს ვეკუას თბილისის 42-ე საჯარო სკოლა

არნოლდ  ჩიქობავას  ენათმეცნიერების  ინსტიტუტი

ახალი სკოლა

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა

ბრიტანულ-ქართული აკადემია : British-Georgian Academy

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის

გურჯაანის ბიბლიოთეკა

ევრაზიის დამოუკიდებელი სასწავლო უნივერსიტეტი

ევროპული სასწავლო უნივერსიტეტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

თბილისის 136-ე საჯარო სკოლა

თბილისის დავით  აღმაშენებლის  სახელობის  უნივერსიტეტი - თდასუ

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია

თბილისის ნიჭიერთა კერძო სკოლა–აკადემია

თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტი "ჰიპოკრატე"

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

თბილისის საჯარო სკოლა №51

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი

თბილისის175-ე საჯარო სკოლა. Tbilisi public school #175

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

კერძო სკოლა "ჯეჯილი"

კოლეჯი "ორიენტირი"

მეექვსე საავტორო სკოლა

 მცხეთის ბიბლიოთეკების გაერთიანებული კატალოგი

 პეტრე შოთაძეს სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია

რუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანება

საერთაშორისო კავკასიის ტურიზმის საზოგადოებრივი კოლეჯი

საერთაშორისო ტურიზმის სასწავლო ცენტრი ITLC

საზოგადოება ცოდნა

საზოგადოებრივი კოლეჯი ”ამაგი”

საზოგადოებრივი კოლეჯი ეტალონი

 სასწავლო უნივერსიტეტი „მიმი“

სასწავლო უნივერსიტეტი „რვალი“

 სასწავლო უნივერსიტეტი გორგასალი

საქართველოს  იუსტიციის სამინისტრო; სასწავლო ცენტრი

  საქართველოს  სახალხო დამცველის  აპარატი;

საქართველოს ბიზნესის აკადემია Business Academy Of Georgia

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნული სოციალურ–ტექნოლოგიური უნივერსი‏ტეტი

საქართველოს საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს საპატრიარქოს პროფესიული საგანმანათლებლო კოლეჯი

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

საქართველოს სასწავლო ცენტრი "ჯიელსი" .

საქართველოს ხარისხის მართვის სასწავლო უნივერსიტეტი

სითისი (კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრი)

სკოლა „ლაშარი“

სკოლა ათინათი

სკოლა–პანსიონი აიბი მთიები IB Mtiebi school

უმაღლესი სამედიცინო სკოლა “აიეტი” ...

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო 

ქ. ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი

ქუთაისის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი

ღია საზოგადოებრივი კოლეჯი

შ.მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

შ.პ.ს. „მრავალპროფილიანი საზოგადოებრივი კოლეჯი“

შოთა  რუსთაველის ქართული  ლიტერატურის ინსტიტუტი

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სასწავლო უნივერსიტეტი

შპს ,,თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი”

შპს „ევროპული საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი“

შპს ასი ათასი მოწამის სახელობის სკოლა "ფესვები"

შპს კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ”პოლუსი”

შპს საზოგადოებრივი კოლეჯი "პანაცეა"

შპს სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტი

შპს უმაღლესი სასწავლებელი „საგანძური“

შპს უნივერსიტეტი "გეომედი"

წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის ეროვნული უნივერსიტეტი

საქართველოს საპატრიარქო, წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი

წმინდა გრიგოლ ფერაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა

ქ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ბიბლიოთეკა

ახუნდოვის სახლის ბიბლიოთეკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი;

ჭიათურის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა

კასპის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკებისა და მუზეუმების გაერთიანება