საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალური ასამბლეა GA 2012

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ჩატარდა ამა წლის 2–5 ივლისს ქ. ერევანში.
სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებთან  და პრეზენტაციებთან ერთად გვქონდა შეხვედრები უცხოეთის გამომცემლობების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა რომ სექტემბრიდან ჩაირთვება საცდელი ვადებით მრავალი სამეცნიერო მონაცემთა ბაზები და ელექტრონული წიგნები:Emerald Management eJournal Collections
Taylor & Francis Databases
Taylor & Francis Library
Wiley-Blackwell Standard Journal Collections
SAGE Journal Backfiles
SAGE Premier
Gale Cengage

Ebsco-ს ელექტრონული წიგნები Netlibrary

და მრავალი სხვა.

ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ განათავსონ სამეცნიერო სტატიები სრულიად უფასოდ მრავალ მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე ჟურნალებში.

უფრო ვრცლად ყოველივე ამის შესახებ მოგახსენებთ კონსორციუმის საერთო კრებაზე.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.