თავისუფალი დაშვების იდეას - საყოველთაო აღიარება

  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(sid) AS count FROM drusessions WHERE timestamp >= 1600906845 AND uid = 0 in /var/www/drup/includes/session.inc on line 120.
  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(DISTINCT s.uid) FROM drusessions s WHERE s.timestamp >= 1600906845 AND s.uid > 0 in /var/www/drup/modules/user/user.module on line 776.

 
2001 წლის 1-2 დეკემბერს ბუდაპეშტში ინსტიტუტის "ღია საზოგადოების" მიერ ჩატარდა საერთაშორისო შეხვედრა, რომელზეც დაისახა ამოცანა, გააქტიურდეს ძალისხმევა ინტერნეტის საშუალებით მეცნიერების ყველა დარგის კვლევით ლიტერატურაზე თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფისათვის. შეკრების მონაწილენი სავსებით ფლობდნენ ინფორმაციას თავიანთ ქვეყნებში იმ ინიციატივების დაგეგმვის თაობაზე, რასაც მოცემულ მომენტში "თავისუფალი დაშვების" მოძრაობის ორგანიზებამდე მივყავართ. განხილული იყო საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხერხდეს ცალკეულად მიმოფანტული ინიციატივების გაერთიანება შედეგების სწრაფად, ყოვლისმომცველად და წარმატებულად მიღწევისათვის.
შეკრების მონაწილეებმა განიხილეს ყველაზე ეფექტური და მისაღები სტრატეგიული მეთოდები, რომლებიც დაეხმარებიან მეცნიერებს, კვლევათა მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და საზოგადოებებს, და დააკმაყოფილებენ მათ ინტერესებს. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. "თავისუფალი დაშვების" ბუდაპეშტის ინიციატივა.
ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილმა სპეციალისტებმა და ორგანიზაციებმა - უნივერსიტეტებმა, ლაბორატორიებმა, ბიბლიოთეკებმა, სხვადასხვა ფონდებმა, ჟურნალებმა, გამომცემლობებმა, სამეცნიერო საზოგადოებებმა.
შეხვედრის მონაწილეებმა მიმართეს მსოფლიოს მეცნიერებსა და მკვლევარებს, ხელი მოაწერონ ამ ინიციატივას და მხარი დაუჭირონ მას.
ბუდაპეშტის ინიციატივა "თავისუფალი დაშვება"
ძველი ტრადიციებისა და ახალი ტექნოლოგიების შერწყმას უპრეცედენტოდ დიდი სარგებლობის მოტანა შეუძლია. ძველ ტრადიციად მიიჩნევა მეცნიერთა და მკვლევართა შეგუება სამეცნიერო გამოცემებში მათი ნაშრომების აუნაზღაურებლად გამოქვეყნება. ახალ ტექნოლოგიად იგულისხმება ინტერნეტი. საზოგადოებრივი სარგებლობა, რომელიც ამ ორი ფაქტორის შენივთებას მოაქვს, რეცენზირებულ საჟურნალო სტატიებთან მეცნიერების, მკვლევარების, მასწავლებლების, სტუდენტების, ყველას, ვისაც მეცნიერება აინტერესებს, ელექტრონული გავრცელების გზით თავისუფალ და შეუზღუდველ დაშვებაში პოვებს გამოხატულებას. სამეცნიერო ლიტერატურასთან შეუფერხებელი დაშვების მიღწევა დააჩქარებს კვლევით საქმიანობას, გააფართოვებს სწავლების ფარგლებს, გამოიწვევს მდიდრებსა და ღარიბებს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის ცოდნის ურთიერთგაზიარებას, დაგვეხმარება ყველაზე ეფექტურად გამოვიყენოთ ეს ლიტერატურა და საფუძველი ჩავუყაროთ მთელი კაცობრიობის ჩაბმას საერთო ინტელექტუალურ საუბარში ახალი ცოდნის მიღების მიზნით.
მრავალ მიზეზთა გამო, ინფორმაციის თავისუფლად და შეუზღუდავად გაცნობის ეს სახეობა, რომელსაც "თავისუფალ დაშვებას" ვუწოდებთ, აქამდე სტატიების მცირე ნაწილით შემოიფარგლებოდა, რომლებსაც ექსპერტთა შეფასება ჰქონდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამჟამად მოქმედმა სხვადასხვა ინიციატივამ დაგვანახვა, რომ ამგვარი მცირე მოცულობების შემთხვევაშიც კი თავისუფალი დაშვება ეკონომიურად გამართლებულია, რომ ის იძლევა საჭირო ლიტერატურის ძიებისა და გამოყენებისათვის წარმოუდგენლად ფართო შესაძლებლობებს, ხოლო ავტორთა შრომები იძენენ მრავალრიცხოვან ახალ აუდიტორიას და ამგვარად მათი როლი და მასშტაბები საგრძნობლად იზრდება. იმისათვის, რომ ყველა მსურველს შეეძლოს ისარგებლოს ამ სიკეთით, ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ პირებსა და ორგანიზაციებს, დაგვეხმარონ ლიტერატურასთან სრული მოცულობით დაშვების საქმის მოწესრიგებაში და დაძლიონ წინაღობები, განსაკუთრებით ფინანსური, რომლებიც დღეს ჩვენს წინაშეა. ჩვენ ვთავაზობთ, ინტერნეტის მეშვეობით განვახორციელოთ თავისუფალი დაშვება ლიტერატურასთან, რომელსაც მეცნიერები ფინანსური ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე წარუდგენენ ხოლმე საზოგადოებას. უპირველეს ყოვლისა, ეს შეეხება ექსპერტთა შეფასებამიღებულ („რეცენზირებულ“) საჟურნალო სტატიებს, მაგრამ ამავე დროს დასაშვებია აგრეთვე ჩაირთოს ყოველგვარი არარეცენზირებული პრეპრინტი, რომელიც  ავტორებს ესურვებათ ინტერნეტში მოათავსონ, რათა მიიღონ კომენტარები ან აცნობონ კოლეგებს მნიშვნელოვანი მეცნიერული აღმოჩენის შესახებ. არსებობს ამ ლიტერატურასთან სხვადასხვა სახეობისა და ხარისხის უფრო ფართო და მარტივი დაშვების ფორმულა.
ამგვარ "თავისუფალ დაშვებაში" ჩვენ ვგულისხმობთ ინტერნეტში ყველასათვის ღია პუბლიკაციებს, რომლებიც შეიძლება წაკითხულ იქნეს, გადმოიტვირთოს, მოხდეს მისი კოპირება, გავრცელება, გადაბეჭდვა, გამოყენება საძიებლის შესადგენად, აგრეთვე შეიძლება შეყვანილ იქნეს პროგრამულ უზრუნველყოფაში როგორც მონაცემი ან გამოყენებულ იქნეს სხვადასხვაგვარი კანონიერი მიზნებით ფინანსური, სამართლებრივი და ტექნიკური წინააღმდეგობების არ არსებობის შემთხვევაში, გარდა ინტერნეტის მარეგულირებელი ნორმებისა. ერთადერთ პირობას უნდა წარმოადგენდეს ავტორის უფლება აკონტროლოს საკუთარი ნაშრომის მთლიანობა და მისი სახელის მითითების აუცილებლობა.
სამეცნიერო ჟურნალების პუბლიკაციებთან თავისუფალი დაშვების განხორციელებისათვის, ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ორ ურთიერთშემავსებელ საშუალებას:
1) საკუთარი ღია არქივების შექმნა
უპირველეს ყოვლისა, თავიანთი რეფერატული ჟურნალების სტატიების ღია ელექტრონულ არქივებში შესანახად, მეცნიერებს ესაჭიროებათ შესაბამისი ინსტრუმენტები და დახმარება, ე.ი. ის, რაც შედის ღია არქივების შექმნის სისტემაში.
როცა ეს არქივები ნორმებთან შესაბამისობაში მოვა, ძიების მექანიზმი და სხვა ინსტრუმენტები შეძლებენ იმუშაონ მიმოფანტულ არქივებში ისევე, როგორც, ერთიან არქივში. მკვლევარებს არ დასჭირდებათ იმის ცოდნა, თუ სად და როგორი არქივები არსებობს, რომ მათი მასალით ისარგებლონ.
2) ალტერნატიული ჟურნალების შექმნა  
მეორეც, მეცნიერებისათვის აუცილებელია სახსრები ახალი თაობის ალტერნატიული ჟურნალების შესაქმნელად, რომელიც ორიენტირებული იქნება თავისუფალ დაშვებაზე და თავისუფალი დაშვების სისტემაში შესვლის განზრახვის მქონე უკვე არსებული ჟურნალების მხარდასაჭერად.
რადგან საჟურნალო სტატიები იმდენად ფართოდ უნდა გავრცელდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ახალი ჟურნალები არ გამოიყენებენ კოპირაიტს გამოქვეყნებულ მასალებთან დაშვების შესაზღუდავად. პირიქით, ისინი კოპირაიტსა და ინტერნეტს გამოქვეყნებულ სტატიებთან მუდმივი თავისუფალი დაშვების უზრუნველყოფისათვის მიმართავენ. რადგან ფასი ხელმისაწვდომობის ხელისშემშლელია ასეთი ჟურნალების აღარ მოითხოვენ გადასახადს გამოყენებისა ან ხელმოწერისათვის, არამედ გამოიყენებენ გაწეული ხარჯების დაფარვის ალტერნატიულ მოდელებს. დაფინანსების არც თუ მცირე ალტერნატიული წყაროები არსებობს, მაგალითად ფონდები და სახელმწიფო დაწესებულებები, რომლებიც სამეცნიერო კვლევებს მხარს უჭერენ, გარკვეული დარგების განვითარებისათვის გაღებული შენაწირები, დანართების გაყიდვის შედეგად მიღებული შემოსავლები, ხელმოწერების შეწყვეტის შედეგად გამონთავისულებული სახსრები ან თვით მეცნიერების მხარდაჭერა. არ არის აუცილებელი, უპირატესობა დაფინანსების რომელიმე ერთ საშუალებას მიეცეს, პირიქით, სხვადასხვა ქვეყანაში და ცოდნის სხვადასხვა დარგში აუცილებელია ახალი, შემოქმედებითი ალტერნატივების ძებნა.
ჩვენი ამოცანაა ექსპერტთა შეფასებამიღებულ ლიტერატურასთან თავისუფალი დაშვების საკითხის გადაწყვეტა. (1) ღია არქივებისა და (2) ახალი თაობის თავისუფალი დაშვების ალტერნატიული ჟურნალების შექმნა წარმოადგენს ამ ამოცანის მიღწევის გზებს. მოქნილობა, ექსპერიმენტულობა და ადგილობრივ პირობებთან ადაპტაცია წარმოადგენს იმის საწინდარს, რომ ყველაზე გართულებულ პირობებშიც კი წინსვლა სწრაფი, საიმედო და ხანგრძლივი იქნეს.
ღია საზოგადოების ინსტიტუტს, შექმნილს ფილანტროპ ჯორჯ სოროსის მიერ, გადაწყვეტილი აქვს უზრუნველყოს საწყისი დახმარება და ფინანსები ამ ამოცანის მისაღწევად. ის თავისუფალი დაშვების ახალი ჟურნალების შესაქმნელად იყენებს თავის რესურსებსა და გავლენას ღია არქივების გაფართოებისა და დანერგვისათვის, ეხმარება თავისუფალი დაშვების სისტემას, ეკონომიკური თვალსაზრისით გახდეს ანაზღაურებადი. მიუხედავად იმისა, რომ ინსტიტუტ ღია საზოგადოებას აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები, მოცემული ინიციატივა ძალიან საჭიროებს სხვა ორგანიზაციების დახმარებასა და ფინანსურ მხარდაჭერასაც.
ჩვენ ვიწვევთ მთავრობებს, უნივერსიტეტებს, ბიბლიოთეკებს, ჟურნალების რედაქტორებს, გამომცემლობებს, ფონდებს, სამეცნიერო საზოგადოებებს, პროფესიულ ასოციაციებს და ყველა მეცნიერს, რომელიც იზიარებს ჩვენს მოსაზრებებს, შემოგვიერთდნენ ჩვენ თავისუფალი დაშვების სრულყოფის გზაზე არსებული წინაღობების დაძლევასა და მომავლის შექმნაში, სადაც კი მეცნიერება და განათლება თავისუფლად ვითარდება მსოფლიოს ყველა კუთხეში.
2002 წ. 14 თებერვალი
ბუდაპეშტი, უნგრეთი.
ლესლი ჩანი - ბიოლაინ ინტერნეშენალ;
დარიუს ჩუპლინსკასი - საინფორმაციო პროგრამის დირექტორი, ინსტიტუტი ღია საზოგადოება;
მაიკლ აიზენი - მეცნიერების საჯარო ბიბლიოთეკა;
ფრედ ფრენდი - სამეცნიერო კავშირების დირექტორი, უნივერსიტეტის კოლეჯი, ლონდონი;
იანა გენოვა - ფონდი "შემდეგი გვერდი";
ჯან-კლოდ გუიდონი - მონრეალის უნივერსიტეტი;
მელისა ჰაგემანი - პროგრამის ხელმძღვანელი, საინფორმაციო პროგრამა, ინსტიტუტი ღია საზოგადოება;
სტეფან ჰარნადი - კოგნიტივისტიკის პროფესორი, საუტჰემპტონის უნივერსიტეტი, კვებეკის უნივერსიტეტი;
რიკ ჯონსონი - სამეცნიერო პუბლიკაციების კოალიციისა და აკადემიური რესურსების დირექტორი (SPARC);
რიმა კუპრიტე - ინსტიტუტი ღია საზოგადოება;
მანფრედი ლი მანე - სოციალურ მკვლევართა ელექტრონული საზოგადოება;
იშტვან რევი - ინსტიტუტი ღია საზოგადოება, ღია საზოგადოების  არქივები;
მონიკა ზეგბერტი - eIFL პროექტის კონსულტანტი;
სიდნი დე სუზა - CRIA-ს ინფორმატიკის დირექტორი, ბიოლაინ ინტერნეიშენალი;
პიტერ სუბერი - ფილოსოფიის პროფესორი, ელჰემ კოლეჯი
იან ველტეროპი - ცენტრალური ბიომედი.
 
რით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ
მივმართავთ მეცნიერებს, მეცნიერ მუშაკებსა და მკვლევარებს, უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებსა და გამომცემლობებს, კვლევათა დამფინანსებელ ფონდებსა და სააგენტოებს, სამეცნიერო საზოგადოებებსა და პროფესიულ ასოციაციებს, მთავრობებსა და მოქალაქეებს:
მეცნიერებს, მეცნიერ მუშაკებსა და მკვლევარებს
1) ღია არქივები
შექმენით თქვენი შრომების ღია არქივები და მოუწოდეთ თქვენს კოლეგებს ასევე მოიქცნენ. თუკი თქვენს მეცნიერულ დისციპლინას არ გააჩნია “ღია არქივების ინიციატივის (ღაი – OAI ; http://www.openarchives.org/), ნორმებთან შესატყვისი არქივი, თქვენს უნივერსიტეტებს ან სამეცნიერო ცენტრებს შესთავაზეთ შექმნან ინსტიტუციური არქივი. ამაში თქვენ დაგეხმარებათ ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა (იხ: Caltech-ის „პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა“ SPARK e-news-ში).
2) ალტერნატიული ჟურნალები
გამოაქვეყნეთ თქვენი შრომები ელექტრონულ ჟურნალებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ყველა პუბლიკაციასთან დაშვებას, თუკი თქვენი ცოდნის დარგში ასეთი ჟურნალები არ არსებობს, იზრუნეთ ახალი ჟურნალის შექმნაზე, რომლებსაც ექნებათ თავისუფალი დაშვება, ამჟამად არსებობს ჟურნალების პროგრამული უზრუნველყოფა, რაც ამცირებს დანახარჯებს, რადგანაც ხდება ონლაინური ჟურნალების გამოცემის ფუნქციათა ავტომატიზაცია. აქტიურად შესთავაზეთ არსებულ ჟურნალებს მოახდინონ მათი პუბლიკაციებთან სრული თავისუფალი დაშვება. მაგალითად, მხოლოდ იმ ჟურნალების რედაქტირებას ან მიმოხილვაზე დათანხმდით, რომლებიც თავისუფალ დაშვებას ახორციელებენ. სხვა ჟურნალების ხელმძღვანელობას ამგვარ შემთხვევაში აცნობეთ უარის მიზეზი და მოიფიქრეთ, ხომ არ აჯობებს, ამასთან, დაწეროთ ღია წერილი, თქვენი შეხედულებები რამდენადაც შეიძლება მეტმა ადამიანმა რომ გაიგოს.
 
3) სხვა ღონისძიებები
თუ თქვენ აქვეყნებთ ნაშრომს ისეთ ჟურნალში, რომელსაც არ აქვს თავისუფალი დაშვება, სთხოვეთ მას კოპირაიტის სანაცვლოდ, მოგცეთ უფლება ისარგებლოთ პირველი პუბლიკაციისა და ელექტრონული პუბლიკაციის უფლებით, თუ არ დაგთანხმდებიან, ყოველ შემთხვევაში, სთხოვეთ, მოგცენ უფლება, თქვენი ნაშრომი მოათავსოთ ინდივიდუალურ ღია არქივში - ღაი – OAI-ს ნორმების შესაბამისად.
ეცადეთ, რომ სამეცნიერო საზოგადოებებმა და პროფესიულმა ასოციაციებმა, რომლებსაც თქვენ მიეკუთვნებით, იცოდნენ თავისუფალი დაშვებისადმი თქვენი სრული ერთგულება. ეცადეთ, არჩეულ იქნეთ მათ კომიტეტებსა და ხელმძღვანელ ორგანოებში.
 
შექმენით ინტერნეტში არსებული ღია დაშვების ჟურნალების კარტოთეკა, მონაცემთა ბაზა ან ნუსხა. მისწერეთ ღია დაშვების ჟურნალების შესახებ ყველა ფორუმს. მრავალ ჟურნალს აქვს „წერილები რედაქციას“. ზოგიერთ დისციპლინას საკუთარი გაზეთები და ჟურნალები გააჩნია
 
 
უნივერსიტეტებსა და ლაბორატორიებს
1) ღია არქივები
თქვენს დაწესებულებებში შექმენით ღია არქივები, ღაი – OAI-ს ნორმების გათვალისწინებით. ამისათვის არსებობს ხელმისაწვდომი პროგრამული უზრუნველყოფა (იხ. ზემოთ) გაუწიეთ რეკომენდაცია თქვენს ნაცნობ მკვლევარებს, თავიანთი ყველა ნაშრომი ამ არქივში მოათავსონ, ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინეთ, რაც კი მათ დაჭირდეთ. ირწმუნეთ, რომ ეს მოკრძალებული წვლილი გააფართოვებს გამოკვლევის სფეროსა და გავლენას, მოეხმარება მთელი მსოფლიოს მკვლევარებს, მიიღონ სპეციალურ ლიტერატურასთან დაშვების შესაძლებლობა, და საბოლოო ანგარიშით, მიაღწიონ თავიანთი ბიუჯეტის დანახარჯების შემცირებას პერიოდული ლიტერატურის გამოცემაზე.
2) ალტერნატიული ჟურნალები
გამონახეთ საშუალებები, დააფინანსოთ თქვენი კოლეგები, რათა მათ დაფარონ ხარჯები თავისუფალი დაშვების ჟურნალებში პუბლიკაციებისათვის. მხარი დაუჭირეთ თქვენი დაწესებულების მეცნიერებს მისწრაფებაში, გამოსცენ ახალი ჟურნალები ინტერნეტში, დაუთმეთ სარგებლობისათვის თქვენი სერვერი და დაახმარეთ თქვენი მდივნები.
 
3) სხვა ღონისძიებები
გქონდეთ წესად, თანამდებობაზე დანიშვნისა და დაწინაურების დროს გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიიღოთ სტატიებზე ექსპერტთა რეცენზიების დასკვნები, რა სახისაც არ უნდა იყოს ისინი (ბეჭდური თუ ელექტრონული) და ისიც, ანაზღაურებული იყო თუ არა ისინი. 
 
ბიბლიოთეკებს
1) ღია არქივები
შესთავაზეთ თქვენს დაწესებულებას, რომელშიც მუშაობთ, შექმნან საუნივერსიტეტო არქივები. დაეხმარეთ პროფესორებსა და მასწავლებლებს, შექმნან ღია არქივი იმ სამეცნიერო შრომებისა, რომლებიც მათ აქვთ; თუ აუცილებელია, ჩაატარონ კოდირებული გარდაქმნები და იმის სწავლება, თუ შემოსული შრომები როგორ შეიტანონ არქივში.
2) ალტერნატიული ჟურნალი
თქვენს დაწესებულებაში თავისუფალი დაშვების ჟურნალის არსებობის შესახებ მოახდინეთ ინფორმირება სხვა ბიბლიოთეკებსა, კარტოთეკულ სამსახურებსა, შესაძლო სპონსორებსა და პოტენციურ ინფორმაცია რაც, სრულდება მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე, საზოგადოებას უფასოდ მიეწოდოს. მკითხველებს შორის.
3) სხვა ღონისძიებები
 
გაერთიანდით სამეცნიერო პუბლიკაციების კოალიციისა და აკადემიური რესურსების ტიპის საბიბლიოთეკო კონსორციუმებში (SPARK), რომ გავამრავლოთ ჩვენი ძალისხმევა და ფართოდ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა თავისუფალი დაშვების ჟურნალებისადმი. თვალყური მიადევნეთ, რომ თქვენი დაწესებულების მეცნიერებმა იცოდნენ, როგორ შეიძლება გამოიყენონ ინტერნეტი, რომლის დამდარებითაც მიეცემათ პუბლიკაციებთან დაშვების შესაძლებლობა. თვალყური ადევნეთ მოვლენათა განვითარებას. იმის მიხედვით, თუ რამდენად გაიზარდა თავისუფალი დაშვების ჟურნალების რაოდენობა იმ პირობებში, როცა ასე მკვეთრად ძლიერდება მათი გამოყენება და ზეგავლენა, შეგიძლიათ უარი თქვათ ძვირადღირებულ ჟურნალებზე, რომლებიც ვეღარ უძლებენ კონკურენციას.
ჟურნალებსა და გამომცემლობებს
1) ღია არქივები
შესთავაზეთ თქვენს ავტორებს შექმნან ინდივიდუალური ღია არქივები არქივებში, ღაი – OAI-ს ნორმების გათვალისწინებით.
2) ალტერნატიული ჟურნალები
ატარეთ ექსპერიმენტები ბიზნეს-მოდელებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ თქვენს მიერ გამოქვეყნებულ მასალებთან თავისუფალ  დაშვებას.
 
3) სხვა ღონისძიებები
თუ თქვენ არ უზრუნველყოფთ ღია დაშვებას, ნება მიეცით ავტორებს შეინარჩუნონ კოპირაიტი და მოსთხოვეთ მათ მხოლოდ პირველი პუბლიკაციისა და/ან ელექტრონული პუბლიკაციის უფლება. თუ არა გაქვთ საშუალება უზრუნველყოფთ უახლესი გამოცემის ღია ხელმისაწვდომობა, იზრუნეთ ღია დაშვებაზე თუნდაც ნახევარი წლის წინ ან უფრო ადრე გამოქვეყნებული შრომებისადმი. თუ თქვენ ისეთი ჟურნალის რედაქტორი ბრძანდებით, რომლის გამომცემელიც მიმართავს მომხმარებელთა შეზღუდვის პოლიტიკას, განაცხადეთ რომ თქვენ არ ეთანხმებით მას და შეეცადეთ მონახოთ ისეთი ჟურნალი, რომელიც თავისუფალი  დაშვების პოლიტიკის მომხრეა. არსებობს ასეთი ჟურნალების სიები.
კვლევათა დამფინანსებელ ფონდებსა და ორგანიზაციებს
1) ღია არქივი
გაუწიეთ ფინანსური დახმარება უნივერსიტეტებს ინსტიტუციური ღია არქივების შექმნაში და ამ არქივების შევსებასა და გამოყენებაში ან მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაში.
მოითხოვეთ, რომ თქვენი გრანტის მიმღებნი თავიანთი მუშაობის შედეგებს ათავსებდნენ ღია არქივებში ან მათ თავისუფალი დაშვების ჟურნალებში აქვეყნებდნენ.
გაუწიეთ ფინანსური მხარდაჭერა ავტორებს ღარიბ ქვეყნებსა თუ ორგანიზაციებიდან იმისათვის, რომ მათ ქონდეთ საშუალება გამოაქვეყნონ თავიანთი შრომები ღია არქივებში და ჟურნალებში.
2) ალტერნატიული ჟურნალები
დააფინანსეთ თავისუფალი დაშვების ჟურნალების გამოცემისათვის აუცილებელი ხარჯები.
აცნობეთ მკვლევარებს, რომლებსაც აქვთ უკვე გრანტები, რომ მათ შეუძლიათ გამოიყენონ თანხის ნაწილი ღია არქივებსა და ჟურნალებში ნაშრომების გამოსაქვეყნებლად ან გაეცით ამ მიზნით დამატებითი დაფინანსება.
მოეხმარეთ ჩვეულებრივ ჟურნალებს გადავიდნენ თავისუფალი დაშვების რეჟიმზე.
გამოიყენეთ თქვენი გრანტები ღია ტიპის ჟურნალებისათვის შემოწირულობების მოსაზიდად, რომ მათ დამატებითი ფინანსური წყაროების ძიება არ დასჭირდეთ.
3) სხვა ღონისძიებები
დაუშვით სახსრები, რათა დაეხმაროთ ჩვეულებრივ ჟურნალებს, ჩაატარონ კოდირებული გარდაქმნები თავიანთ ადრინდელი მასალებისა, თუკი ისინი ფიქრობენ უზრუნველყონ თავისუფალი დაშვება.
მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ფონდები მხარს არ უჭერდეს იმ ჟურნალებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან თავისუფალ დაშვებას.
მხარი დაუჭირეთ მეცნიერთა და მკვლევართა ჯგუფებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და მუშაობენ მეცნიერების გარკვეულ დარგში, და აქტიურად ცდილობენ თავისუფალი დაშვების მიღწევას.
სამეცნიერო საზოგადოებებსა და პროფესიულ ასოციაციებს
1) ღია არქივები
შექმენით ცენტრალური და ცალკეული დარგის ღია არქივები. გაავრცელეთ ინფორმაციები მათზე.
 
2) ალტერნატიული ჟურნალები
გაატარეთ პოლიტიკა თქვენს დარგებში თავისუფალი დაშვების ჟურნალებისა და ღია არქივების მხარდასაჭერად. შესთავაზეთ ავტორებს თანამშრომლობა. თუკი თქვენ გამოსცემთ სამეცნიერო ჟურნალს, აქციეთ ის ინტერნეტში მკითხველისათვის უფასოდ ხელმისაწვდომად. ამჟამად არსებობს პროგრამული უზრუნველყო ფა, რაც ავტომატიზაციის წყალობით შეამცირებს დანახარჯებს, რომლებიც საჭიროა ონლაინური ჟურნალების პუბლიკაციისათვის.
 
3) სხვა ღონისძიებები
შესთავაზეთ უნივერსიტეტებს, ონლაინური გამოცემების ექსპერტთა შეფასებებს ისეთივე სერიოზულობით მოეკიდონ, როგორც ბეჭდური გამოცემებისა.
 მთავრობებს
1) ღია არქივები
გრანტის მინიჭების ერთ-ერთ პირობად უნდა იქცეს გრანტის მიმღებთა თანხმობა შესრულებული სამუშაოს შედეგების ღია არქივებში მოთავსებაზე ან მათ თავისუფალი დაშვების ჟურნალებში გამოქვეყნებაზე.
2) ალტერნატიული ჟურნალები
მიიღეთ ერთიანი კანონები სამეცნიერო გამოკვლევათა დამფინანსებელ ყველა სამთავრობო ორგანიზაციისათვის. კვლევითი გრანტები უნდა შეიცავდეს ფონდებს, რომლების შეიძლება გამოყენებულ იქნეს თავისუფალი დაშვების ჟურნალების ხარჯების დასაფარავადაც.
3) სხვა ღონისძიებები
დაიცავით მთავრობის მიერ დაფინანსებული კვლევითი მუშაობის პროცესში დაწერილი სტატიების კოპირაიტი, მიეცით ნებართვა მოათავსონ შრომები საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომ საშუალებებში, რათა მათ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაეცნოს.
 
მოქალაქეებს
3) სხვა ღონისძიებები
შეატყობინეთ თქვენს მთავრობებს, აგრეთვე ყველა უნივერსიტეტს, ფონდსა თუ პროფესიულ ასოციაციებს, რომლებთანაც თქვენ გაქვთ კავშირი, რომ მხარს უჭერთ ყოველგვარ სამეცნიერო და კვლევით ლიტერატურასთან თავისუფალი დაშვების იდეას.
მოითხოვეთ, რომ გამოკვლევების შესახებ ინფორმაცია რაც, სრულდება მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე, საზოგადოებას უფასოდ მიეწოდოს.
 
დოკუმენტი თარგმნილია ტექსტის რუსული ვარიანტიდან ეთერ ფარეხელაშვილის მიერ
 

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.