ინტერვიუ "კახეთის ხმა"-ზე -- ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას!
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის შესახებ „კახეთის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა. საუბარი შეეხო იმ 48 ბიბლიოთეკას, რომელიც კახეთის რეგიონში ამ პროექტის ფარგლებში უკვე კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა და ერთიან საბიბლიოთეკო ბაზაში ინტეგრირდა. ამასთან ყველა სოფლის ბიბლიოთეკა წიგნადი ფონდითაც განახლდა. ეს პროექტი ყველა რეგიონალურ ბიბლიოთეკებზეა გათვლილი და თანდათანობით ყველგან განხორციელდება.
კომენტარის გამოქვეყნება