თამუნა-(ი)ს ბლოგი

ინტერნეტ სემინარი (Webinar) გამომცემლობა ოქსფორდის სერვისების შესახებ

 

2013 წლის 5 ივლისს 14 საათზე ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის ტრეინინგ მენეჯერი მარკ თერნერი ჩაატარებს ინტერნეტ სემინარს (Webinar) გამომცემლობა ოქსფორდის სერვისების შესახებ. სემინარის ხანგრძლივობაა 40 წუთი. მსურველებს შეუძლიათ  გაიარონ რეგისტრაცია.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის საერთო კრება

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის წევრს 

მიმართვა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის გამგეობა გატყობინებთ, რომ ა. წ.  20 ივნისს 10 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (გუდიაშვილის ქ. N 7) გაიმართება ასოციაციის საერთო კრება. მოსმენილი იქნება ასოციაციის 2005-2013 წწ. სამუშაო ანგარიში, არჩეული იქნება გამგეობის ახალი შემადგენლობა და პრეზიდენტი, მოეწყობა მსჯელობა ასოციაციის მომავალი გეგმების შესახებ.

გამომცემლობა Wiley-ის წარმომადგენელის პრეზენტაცია

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მოწვევით, თსუ–ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას, 28 მაისს გამომცემელთა წარმომადგენელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში იასეკ ლევინსონი ეწვია.

გილოცავთ ახალ 2013 წელს!

book

ძვირფასო კოლეგებო!
გილოცავთ დამდეგ 2013 წელს, გისურვებთ მშვიდობას სახლშიც და სამსახურშიც :)  წინსვლას ცხოვრებაში და კარიერაში. დაე ეს წელი ყოფილიყოს ჩვენი მოღვაწეობის  დაფასების წელი.

პატივისცემით,
თამარ ხახუტაშვილი
EIFL ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში.

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის 2011-2012 სასწავლო წლის შემაჯამებელი საერთო კრება

 konsorciumis kreba

2012 წლის 12 ივლისს 15:00 საათზე ჩატარდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის 2011-2012 სასწავლო წლის შემაჯამებელი საერთო კრება.

საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალური ასამბლეა GA 2012

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ჩატარდა ამა წლის 2–5 ივლისს ქ. ერევანში.
სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებთან  და პრეზენტაციებთან ერთად გვქონდა შეხვედრები უცხოეთის გამომცემლობების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა რომ სექტემბრიდან ჩაირთვება საცდელი ვადებით მრავალი სამეცნიერო მონაცემთა ბაზები და ელექტრონული წიგნები:

მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

prezantation


11 მაისს 12 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის მონაცემთა ბაზების და სხვადასხვა სერვისების პრეზენტაცია.


ინფოარხების ცნობების შეკრება