სკოლის ბიბლიოთეკები; school libraries
სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი შეიქმნა
სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტი შეიქმნა -
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის მიერ შეიქმნა ბიბლიოთეკარის სტანდარტი, განკუთვნილი როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების ბიბლიოთეკარებისთვის. სკოლის ბიბლიოთეკარის სტანდარტის პრეზენტაცია სამინისტროში შედგა. საზოგადოებას ახალი სტანდარტი ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ წარუდგინა.
ამ დრომდე საქართველოს განათლების სისტემაში არ არსებობდა დოკუმენტი, რომელშიც ადგილობრივი რეალობის გათვალისწინებით ასახული იქნებოდა საერთაშორისო გამოცდილება და რომელიც შეთავაზებდა ქვეყანაში მომუშავე ბიბლიოთეკარებს ერთიან პროფესიულ სტანდარტს.