იკორთის აღდგენის დაწყებას "ლურჯი ფარის კომიტეტი" გამოეხმაურა

  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(sid) AS count FROM drusessions WHERE timestamp >= 1596552418 AND uid = 0 in /var/www/drup/includes/session.inc on line 120.
  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(DISTINCT s.uid) FROM drusessions s WHERE s.timestamp >= 1596552418 AND s.uid > 0 in /var/www/drup/modules/user/user.module on line 776.

"საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაა) იკორთის მონასტრის აღდგენას ეხმაურება და აღდგენით სამუშაოში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.

"ლურჯი ფარის კომიტეტმა" იუნესკოს, ევროსაბჭოსა და ლურჯი ფარის საერთაშორისო ასოციაციას გუშინ, 9 მაისს, წერილით მიმართა:
“თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური პირების იკორთის მონასტერს ეწვივნენ და ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმების შესახებ განაცხადეს. ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაცვითი ღონისძიებების გატარებით, რომელსაც “სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო” აჟღერებს,– ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

"ლურჯი ფარის კომიტეტი", იკორთის მონასტრის გარდა, ტირის მონასტრის, გვერდას ტაძრის, ტიგვას ეკლესიებზეც ყურადღებას ამახვილებს. კომიტეტის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები წინა წლებში აღნიშნულ ძეგლებზეც მიმდინარეობდა.

“დაგეგმილ პროექტებში ანგარიშგასაწევი გამოცდილების მქონე ქართველი და უცხოელი ექსპერტები, რომლებსაც აღნიშნულ ტაძრებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ, უნდა იყონ ჩართული. აღნიშნული ძეგლების ისტორიასა და მათი კონსერვაციისთვის  გადადგმულ ნაბიჯებზე აუცილებელი ინფორმაციის არქონა, ხარისხიანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას გამორიცხავს,”– მიაჩნია კომიტეტს.

"ლურჯი ფარის კომიტეტი" “სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო სააგენტოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. 27 აპრილს სამხრეთ ოსეთის პრემიერ- მინისტრი ალა ჯიოევა, კულტურის მინისტრი მაჰარბეგ კოკოევი ცხინვალის უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად იკორთის მონასტერს ეწვივნენ.

 

ვრცლად: ნეტგაზეთი

მიმართვის სრული ტექსტი (ინგლისურად)

ვიკიპედიიდან:

იკორთის ტაძარი — ძველი ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს სოფელ იკორთას (გორის მუნიციპალიტეტი) განაპირას, მთის კალთაზე. გუმბათოვანი ტაძარი აგებულია 1172 წელს. გეგმით ოთხკუთხა შენობის გუმბათი საკურთხევლის კუთხეებსა და ორ ბოძს ეყრდნობა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდა აქვს. ტაძარი უხვად ნათდება გუმბათის მაღალ ყელში დატანებული 12 სარკმლიდან. კედელ-კამარები თავიდანვე შელესილი და მოხატული იყო (ფრანგმენტები შემორჩენილია აფსიდში, ჩრდილოეთ კედელსა და გუმბათზე), სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს მიშენებული ჰქონდა კარიბჭეები (დანგრეულია), ახლანდელი სამხრეთ კარიბჭე გვიანდელია.

ტაძრის ფასადები და გუმბათის ყელი მდიდრულადაა მოჩუწურთმებული და გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. იკორთის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ქრონოლოგიურად და მხატვრულსტილისტიკური თავისებურებებით უაღრესი ნიმუშია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე შექმნილი ქართლის გუმბათოვანი ტაძრებისა, რომლებშიც საბოლოოდ შემუშავდა ქართული გუმბათოვანი ეკლესიის კანონიკური სახე.

იკორთის ტაძარში არიან დაკრძალული კახეთის აჯანყების (1659) ხელმძღვანელები:ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.