preservation of cultural heritage

იკორთის აღდგენის დაწყებას "ლურჯი ფარის კომიტეტი" გამოეხმაურა

"საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტი" (რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციაა) იკორთის მონასტრის აღდგენას ეხმაურება და აღდგენით სამუშაოში ქართველი და უცხოელი სპეციალისტების ჩართვას მოითხოვს.

"ლურჯი ფარის კომიტეტმა" იუნესკოს, ევროსაბჭოსა და ლურჯი ფარის საერთაშორისო ასოციაციას გუშინ, 9 მაისს, წერილით მიმართა:
“თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის მთავრობის ოფიციალური პირების იკორთის მონასტერს ეწვივნენ და ძეგლის აღდგენასთან დაკავშირებით თავიანთი გეგმების შესახებ განაცხადეს. ჩვენ განსაკუთრებით დაინტერესებული ვართ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების დაცვითი ღონისძიებების გატარებით, რომელსაც “სამხრეთ ოსეთის კულტურის სამინისტრო” აჟღერებს,– ნათქვამია ორგანიზაციის მიმართვაში.

"ლურჯი ფარის კომიტეტი", იკორთის მონასტრის გარდა, ტირის მონასტრის, გვერდას ტაძრის, ტიგვას ეკლესიებზეც ყურადღებას ამახვილებს. კომიტეტის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები წინა წლებში აღნიშნულ ძეგლებზეც მიმდინარეობდა.

ინფოარხების ცნობების შეკრება