catalogues

ელექტრონული კატალოგი ახუნდოვის სახლის ბიბლიოთეკაში

"ახუნდოვის სახლის" მშვენიერ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგი სისტემა OpenBiblio-ს ბაზაზე.

ბიბლიოთეკაში ამჟამად დაახლოებით 2000 წიგნი, დისკი, ალბომი და სხვა გამოცემაა. არის ელექტრონული წიგნებიც ("ქინდლი").

საინტერესოა ის ლიტერატურული თუ კულტურული შეხვედრები და ღონისძიებებიც, რომლებიც აქ იმართება.

ელექტრონული კატალოგი ხარაგაულის ბიბლიოთეკაში

კიდევ ერთ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგი. ამჯერად ხარაგაულის მონიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ (ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი) დაიწყო ელექტრონული კატალოგის გამოყენება. ეს კატალოგი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის, OpenBiblio-ს ბაზაზეა. ამჯერად გამოყენებულია მისი ახალი ვერსია - 7.1, რომელიც წინასგან მეტი ფუნციებითა და უკეთესი თავსებადობით გამოირჩევა.

სწავლება კოლეგებს ჩაუტარა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებმა (ხელმძღვანელი დიანა გელაშვილი).

ინფოარხების ცნობების შეკრება