საქართველოს პრეზიდენტმა ლევილში აღდგენილი ბიბლიოთეკა მოინახულა
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ლევილში ბიბლიოთეკა აღადგინა. საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღდგენილი ბიბლიოთკა მოინახულა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სარეზერვო ფონდიდან ლევილის მამულში მდებარე ბიბლიოთეკა მთლიანად გარემონტება. მომავალში საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გაგრძელდება ბიბლიოთეკის მოწესრიგება. აქვე დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოითქვა რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების თარგმნასთან დაკავშირებით.
კომენტარის გამოქვეყნება