საბიბლიოთეკო კვირეული - "ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის“

2015 წლის 30 აპრილიდან 11 მაისის ჩათვლით საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ყველა მოქმედ ბიბლიოთეკაში ჩატარდება ბიბლიოთეკების კვირეული.
კვირეულის დევიზია:
"ინოვაციური ბიბლიოთეკა თანამედროვე საზოგადოებისთვის
 

ტრადიციულად, კვირეულის დღეებში საქართველოს ბიბლიოთეკებში ტარდება სხვადასხვა საჯარო ტიპის ღონისძიებებიმხატვრული თუ ფოტო გამოფენები, ლიტერატურული საღამოები, წიგნების პრეზენტაციები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. ხდება ბიბლიოთეკარებს შორის გამოცდილებების გაზიარება, საერთო  პრობლემების გარშემო გაერთიანება და  მათი გადაჭრის გზების ერთობლივად ძიება.

წელს   საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის ღონისძიება ჩატარდება 30 აპრილს, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, 14:00 საათზე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება წიგნი "ბიბლიოთეკარი პოეტი", რომელიც თვითონ ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა. კვირეულის დახურვა შედგება 11 მაისს, თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში 14:00 საათზე, კვირეულის დახურვაზე გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე "ინოვაციური სერვისები ჩემს ბიბლიოთეკაში". გამარჯვებულს გამოავლენს დამსწრე საზოგადოება, ჯილდო - Amazon Kindle  დააწესა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ. 

აქვე გთავაზობთ რეგიონალურ ბიბლიოთეკებში დაგეგმილ ღონისძიებათა ჩამონათვალს

იხილეთ მიბმული ფაილები:

ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთკის მიერ დაგეგმილ ღონისძიებათა სიახობის მუნიციპალიტეტისამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიშუახევის მუნიციპალიტეტიხაშურის მუნიციპალიტეტი, სურამი,  სენაკის მუნიციპალიტეტიაბაშის ბიბლიოთეკების სამსახურიადიგენის მუნიციპალიტეტიამბროლაურის მუნიციპალიტეტი, ბათუმის საჯარო ბიბლიოთკა ბოლნისის მუნიციპალიტეტიგურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ვანის მუნიციპალიტეტი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტიზუგდიდის მუნიციპალიტეტი თელავის მუნიციპალიტეტითელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიკასპის მუნიციპალიტეტილაგოდეხის მუნიციპალიტეტი, მცხეთის ცენტრალური ბიბლიოთკაონის მუნიციპალიტეტირუსთავის საბიბლიოთეკო გაერთიანებასაჩხერის მუნიციპალიტეტი სიღნაღის მუნიციპალიტეტი ყვარლის მინიციპალიტეტი ჭიათურის კულტურის ცენტრი ჭიათურის მუნიციპალიტეტიხონის მთავარი ბიბლიოთეკაქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკა, შუახევის ბიბლიოთეკა, თელავის მუნიციპალიტეტი, სამტრედიის მუნიციპალიტეტი

 



კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.