აკადემიური (სამეცნიერო) ბიბლიოთეკების მნიშვნელობა


აკადემიური (სამეცნიერო) ბიბლიოთეკების მნიშვნელობა.


ურთიერთკავშირები ბიბლიოთეკებსა და სამეცნიერო განყოფილებებს შორის – ახალი მიდგომა.


კვლევა ჩაატარა სამეცნიერო გამომცემლობა SAGE-მა და მისი შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ.



კოლეგებო!


SAGE-მა გამოაქვეყნა ექვსთვიანი კვლევის შედეგები, რომელთა დასკვნა ასეთია: ბიბლიოთეკამ აქტიურად უნდა გაავრცელოს უნივერსიტეტში ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უწყობს იგი ხელს სწავლებასა და კვლევას იმისათვის, რომ წარმოჩნდეს ბიბლიოთეკარების ნამდვილი ღირებულება. კვლევაში მონაწილეობას იღებდა 12 ბიბლიოთეკა განვითარებადი ქვეყნებიდან.


ანგარიში ცხადყოფს, რომ განვითარებად ქვეყნებშიც ბიბლიოთეკარები უკვე აცნობიერებენ აკადემიურ და სასწავლო შტატთან კომუნიკაციის გაფართოების მნიშვნელობას. ბიბლიოთეკარები აღნიშნავდნენ, რომ მათ მიიღეს დადებითი გამოხმაურება იმ სერვისებზე და ფონდებზე, რომლებსაც ისინი მიაწვდიან მომხმარებლებს. ანგარიშში ასევე მოყვანილია საუკეთესო მაგალითები სხვადასხვა დაწესებულებებიდან და, აგრეთვე, მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება ურთიერთკავშირების გაღრმავება ბიბლიოთეკებსა და აკადემიურ პერსონალს შორის. 


კვლევა დაეყრდნო მიმოხილვებსა და ინტერვიუებს, რომლებიც გაკეთდა თორმეტ ორგანიზაციაში სხვადასხვა ქვეყნიდან:  Universidad Nacional Autonoma de Honduras; Indonesian Research Institute; University of Cape Coast, Ghana; National Scientific Library, Georgia; Maseno University, Kenya; Convenant University and Obafemi Awolowo University, Nigeria; University of the Philippines Visayas, Philippines; University of Thies, Senegal; Makerere University, Uganda; Institute of Intellectual Property of National University Kiev, Ukraine, and the University of Zimbabwe.


წყარო (ინგლისურად):  http://www.uk.sagepub.com/librarians/

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.