"საქართველოს ბიბლიოთეკა" - ჟურნალის ახალი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" ახალი ნომერი. მასში მკითხველი გაეცნობა საბიბლიოთეკო სფეროში მიმდინარე სიახლეებს და უამრავ სხვა საინტერესო სტატიას.
ჟურნალი იკითხეთ პრესის ჯიხურებში...

[ჟურნალი საქართველოს ბიბლიოთეკა]

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ბიბლიოთეკარების მორიგი ტრენინგის შესახებ


 

პროექტის საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის ფარგლებში, 17-21 ნოემბერს, ბიბლიოთეკარებს მესამე ტრენინგი ჩაუტარდათ. შეხვედრის ძირითადი თემა IT და მედია უნარების განვითარება იყო. ტრენინგს ზუგდიდის, ხულოს, ჩოხატაურისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების საპილოტე ბიბლიოთეკების თანამშრომლები დაესერნენ. ტრენინგი  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩატარდა და მას უკრაინელი ექსპერტი ალექსანდრე შლიეიენკოვი უძღვებოდა.


მეტი ინფორმაცია იხ. [სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სააგენტო]

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის

17 ნოემბერს დაიწყო პროექტის "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის",  მესამე ეტაპი. ბიბლიოთეკის წარმომადგენლები საქართველოს ოთხი რეგიონიდან სასწავლო ვიზიტით თბილისს ესტუმრნენ. პროექტი ამჯერად მასპინძლობს წარმომადგენლებს ხულოდან, ხიდისთავიდან, ზუგდიდიდან და ნუკრიანიდან. ტრენინგებს ატარებს უკრაინელი ტრენერი ალექსანდრე შლეიენკოვი.

ტრენინგის ფარგლებში ჩატარდა აქტივობები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ვაკის ფილიალში და სხვა მნიშვნელოვან სივრცეებში. ტრენინგი დასრულდება 21 ნოემბერს. 

[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]

[საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისათვის]

მადლობის წერილი – საბიბლიოთეკო ასოციაციიდან

 

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია დიდ მადლობას უხდის სოხუმის უნივერსიტეტის თანამშრომლებს, განსაკუთრებით კი ბ-ნ შოთა ახალაიას, ქ-ნ ინდირა ძაგანიას და ქ-ნ რაისა ნიჟარაძეს ასოციაციასთან არსებული ბიბლიოთეკართა გადასამზადებელი სასწავლო ცენტრის მუშაობაში მონაწილეობის მიღებასა და ხელშეწყობისთვის 

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ალექსანდრე ლორია – 80

31 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებეთ  საბიბლიოთეკო დარგის თვალსაჩინო მოღვაწის, მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგიური მეცნიერებათა დოქტორის, ალექსანდრე ლორიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

საღამოს დაესწრნენ და სიტყვით გამოვიდნენ კულტურის და ძეგლთა დაცვისა და განათლების სამინისტროს სფეროს წარმომადგენლები. ღონისძიებსზე ჟღერდა ფოლკლორის სასახლის სახელმწიფო ანსამბლ „მართვესა“ და გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების მიერ შესრულებული ხალხური მუსიკა.

საქასაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკის [facebook გვერდზე] შეგიძლიათ იხილოთ უფრო მეტი ფოტო მასალა ღონისძიებიდან.

ალექსანდრე ლორია – 80

გრძელდება გამოჩენილი ქართველი ბიბლიოთეკათმცოდნის, ცნობილი პედაგოგიურმეცნიერებათა დოქროტის, საპატიო პროფესორის,  მწერლისა და ჟურნალისტის ალექსანდრე ლორიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიებათა ციკლი.

 2014 წლის 7 ნოემბერს, 15 საათზე, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება  კიდევ ერთი საიუბილეო საღამო. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ალექსანდრე ლორიას პერსონალირი ბიბლიოგრაფიის წარდგინება-პრეზენტაცია. წიგნის გამომცემელია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და თბილისის მთავარი ბიბლიოთკა. 

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთკა, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია.

ღონისძიებაზე დასასწრებად შემოგვიერთდით facebook-გვერდზე ალექსანდრე ლორია - 80

ალექსანდრე ლორიას საიუბილეო საღამო

31 ოქტომბერს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართველი ბიბლიოთეკათმცოდნის, პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ ალექსანდრე ლორიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი ნაშრომების გამოფენა გაიმართება.

ეს საღამო წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას იმ საიუბილეო დღეებისა, რომლებიც დაიწყო ქალაქ ბათუმში, შემდეგ კი გაგრძელდა თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში.

მიჰყევით ჩვენი ღონისძიებების ბმულს facebook გვერდზე და დაესწარით საღამოს 

ალექსანდრე ლორიას საიუბილეო საღამო

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება