ალექსანდრე ლორიას საიუბილეო საღამო
31 ოქტომბერს 17:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ქართველი ბიბლიოთეკათმცოდნის, პედაგოგისა და მეცნიერის, პროფესორ ალექსანდრე ლორიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო და მისი ნაშრომების გამოფენა გაიმართება.
ეს საღამო წარმოადგენს ერთგვარ გაგრძელებას იმ საიუბილეო დღეებისა, რომლებიც დაიწყო ქალაქ ბათუმში, შემდეგ კი გაგრძელდა თბილისის მთავარ ბიბლიოთეკაში.
მიჰყევით ჩვენი ღონისძიებების ბმულს facebook გვერდზე და დაესწარით საღამოს
კომენტარის გამოქვეყნება