ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა". - 2014წ., N2

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" და საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია წაროგიდგენთ მიმდინარე წლის, ჟურნალის მეორე ნომრის, ელექტრონულ ვერსიას. მიყევით ლინკს და ჩვენს facebook გვერდზე იხილეთ ჟურნალის სრული დასკანერებული მასალა. ითანამშრომლეთ ჩვენს ჟურნალთან და მოგვწერეთ თქვენი შეხედულებები, გაგვაცანით საბიბლიოთეკო და სამეცნიერო სფეროში მიმდინარე უახლესი ცვლილებები.

ველით გამოხმაურებებს!!! 

აქვე გეტყვით რომ პარალელურად აიტვირთება სხვა ნომრების ელექტრონული ვერსიებიც. მასალებს უახლოეს ხანებში მოგაწვდით. 

[ჟურნალი საქართველოს ბიბლიოთეკა]

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" განახლებული ფორმატით

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა" 2000 წლიდან გამოდის. მისი დამფუძნებლია ბატონი ალექსანდრე ლორია. ჟურნალს გააჩნია ინდივიდუალური მიდგომა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებებთან. იგი მკითხველს საშუალებას აძლევს მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საბიბლიოთეკო სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ მისი განვითარების გარკვეულ ეტაპებზე.

"საქართველოს ბიბლიოთეკა" დღემდე უცვლელი სარედაქციო საბჭოთი განაგრძობს ფუნქციონირებას, და უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან გეგმავს საკუთარი ჟურნალის რებრენდინგს, ჟურნალი „საქართველოს ბიბლიოთეკა“ ახალი იმიჯით, საინტერესო და მრავალფეროვანი რუბრიკებით გაანებივრებს ერთგულ მკითხველს. 

ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" მხარდამჭერია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია 

მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ხელნაწერების აღმოჩენას რადიო "თავისუფლება" ეხმაურება

"თავისუფლების ერთი სააათი" (05.08.2014 17:00) და მისი წამყვანი, გოგი გვახარია, გამოეხმაურნენ უნიკალურ აღმოჩენას ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში.

გადაცემაში გაშუქდა თემები და მოვლენები რომლებსაც ქართული მედია შედარებით ნაკლებად  განიხილავს. გამოყენებულ საარქივო მასალებს გადაცემის სტუმრები დღევანდელი გადასახედიდან აფასებენ.

გადაცემის წამყვანი და სტუმრები საუბრობენ აღმოჩენის მნიშვნელობაზე, ბატონ მიხაკო წერეთელზე და კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე.

 

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

 

მიხაკო წერეთლის უცნობი ხელნაწერების პრეზენტაცია ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით იხილეთ ტელეკომპანიების რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, იმედი და მაესტრო მომზადებული  სიუჟეტები. აქვე გთავაზობთ ნეტგაზეთში დაბეჭდილ მასალას.

მოგვიანებით შემოგთავაზებთ რადიო თავისუფლების ლინკს  ერთ საათს გოგი გვახარიასთან ერთად, სადაც გადაცემის სტუმარია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვისების განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერი ნინო პავლიაშვილი. იგი საწორედ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ მიხაკო წერეთლის უნიკალურ ხელნაწერებზე ისაუბრებს .

http://www.netgazeti.ge/GE/105/culture/34261/

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=imedi&seekTime=29-07-2014+14%3A29

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=29-07-2014+12%3A27

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro&seekTime=29-07-2014+12%3A24

http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=rustavi2hq&seekTime=29-07-2014+09%3A32

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

სენსაციური აღმოჩენა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უნიკალური არქივია აღმოჩენილი. საუბარია  მიხეილ (მიხაკო) წერეთლის ოთხ გამოუქვეყნებელი სამეცნიერო ხელნაწერ ნაშრომსა და ასევე მის პუბლიკაციაზე „შუმერული და ქართულის“ გერმანული ვერსიის სამუშაო არქივზე.

29 ივლისს, 11 საათზე ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელიც ბიბლიოთეკაში აღმოჩენილ სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს ხელნაწერებს მიეძღვნა. პრეს-კონფერენციას ესწრებოდნენ მიხაკო წერეთლის მემკვიდრეობის შემსწავლელი კომისიის წევრები და სხვა მეცნიერები. 

აღნიშნულ გამოუქვეყნებელ ხელნაწერთა შორისაა: “კელიშინის სტელის” ლურსმული ტექსტი რომელშიც  თვალსაჩინო ხდება მეცნიერის მუშაობის პროცესი. “კელიშინის სტელის” ბილინგვის გაშიფვრით საფუძველი დაედო მსოფლიო ურარტოლოგიას; ფრანგულ და გერმანულ ენებზე შესრულებული “შუმერულ-აქადური ლექსიკონი”, რომელიც ამ დრომდე დაკარგულად იყო მიჩნეული; ასევე ფრანგულად დაწერილი ქართული ენის გრამატიკა და აქადური(ასურული) გრამატიკის ფრანგულენოვანი ხელნაწერი.

სოფელ ჟოშხის ბიბლიოთეკას წიგნები და კომპიუტერი გადაეცა

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლებმა ონის რაიონის სოფელ ჟოშხის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცეს. lib.ge-მ კი ბიბლიოთეკას ერთი კომპიუტერი აჩუქა.

ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა


7 ივლისს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ "კამარაორგანიზებით ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა  სათაურით:   "მე დავბრუნდი".

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ნახატები, ინსტალაციები, ქანდაკებები, მცირე ხელნაკეთი ნივთები.

ინფოარხების ცნობების შეკრება