„საბავშვო ბიბლიოთეკები" : სემინარის პროგრამა

ქართულ-შვედური სემინარი თემაზე „საბავშვო ბიბლიოთეკები“ ჩატარდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში – 1 კორპუსი, აუდიტორია 06.

პროგრამა ძალზე საინტერეოს და დატვირთულია. იგი იწყება 27 მაისს (კვირას) დაგაგრძელდება ორ დღეს. მოხსენებების დასაწყისი – 10:00, დასასრული 16:15.

გათვალისწინებულია დისკუსიები ყოველ მოსხსენებსი ირგვლივ, გამოფენა, სლაიდ–შოუ.

სემინარის პროგრამა




27 მაისი

10.00-10.15 გახსნა, სტუმრების წარდგენა

10.15-11.00 ლენა კორელანდი

მოხსენების თემა: „საბავშვო ლიტერატურა და კითხვადობა ბავშვებში"

•    ლენა კორელანდი - ლიტერატურათმცოდნეობის პროფესორი უფსალას უნივერსიტეტში. ის მომავალ მასწავლებლებს უკითხავდა ლექციებს საბავშვო ლიტერატურასა და ბავშვებში კითხვადობის შესახებ. ლენა კორელანდს ბევრი წიგნი აქვს გამოცემული საბავშვო ლიტერატურაზე, მათ შორის ტუვე იანსონის დასურათებულ წიგნებზე და ლენარტ ჰელსინგის მწერლობაზე. მის ინტერესების სფეროს ასევე მიეკუთვნება  ქალი მწერლები. უძღვებოდა სკოლაში მხატვრული ლიტერატურის გენდერულ ასპექტებზე დასკოლასა და პედაგოგიურ განათლებაში მხატვრული ლიტერატურის როლზეჩატარებულ კვლევებს.

„ამ მოხსენებაში მსურს განვიხილო ბავშვებში კითხვადობის დონისა და კითხვის უნარ-ჩვევების შვედური ხედვა. როგორ ვითარდებოდა დისკუსია დროთა განმავლობაში? როგორ უყურებენ დღესდღეობით საბავშვო ლიტერატურის საჭიროებას ბავშვებისათვის? როგორ მუშაობენ შვედები იმისათვის, რომ ბავშვები წიგნთან კონტაქტში შევიდნენ? რა ურთიერთმიმართება არსებობს წიგნსა და შვედურ საზოგადოებაში არსებულ სხვა მედიებს შორის? რა როლს თამაშობს საბავშვო წიგნი ბავშვის განვითარებაში? რა მნიშვნელობა აქვს საბავშვო წიგნს ენობრივი განვითარებისთვის?“

11.00-11.15   დებატები მოხსენების ირგვლივ;

11.15-11.30 კოფე ბრეიკი

12.15-13.00 პაატა პაპავა - საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი CHEMONICS, წიგნიერების მიმართულების ხელმძღვანელი.

მოხსენების თემა: „მოზარდთა წიგნიერება საქართველოში. სასკოლო ბიბლიოთეკების როლი“;

•    როგორია ქართველი ბავშვების წიგნიერების დონე? რა კეთდება ქვეყანაში ამ  მიმართულებით? დღეისათვის საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, მშობლები და პედაგოგები სერიოზული თავსატეხის წინაშე აღმოჩნდნენ - როგორ დააახლოვონ ბავშვი წიგნთან. უამრავი ფაქტორი, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარება დიდ ბარიერად იქცა მოზარდსა და წიგნს შორის. ბავშვი უმეტეს დროს სკოლაში ატარებს. აქ უხდება მას, როგორც პიროვნებას, ჩამოყალიბება. ამდენად, ძალზე მნიშვნელოვანია სკოლის ბიბლიოთეკის როლი ამ პრობლემის გადაწყვეტაში.


13.00-13.15  დებატები მოხსენების ირგვლივ;

13.15-14.15კოფე ბრეიკი

14.15-15.00 ლენარტ ლუნდბლადი

მოხსენების თემა:ბავშვების საკუთარი ბიბლიოთეკა სტენჰამრაში: „გასაუქმებელი ბიბლიოთეკიდან, ბავშვებისათვის პოპულარულ და საყვარელ ადგილამდე“.

•    ლენარტ ლუნდბლადი - სტოკჰოლმის ეკეროს კომუნის კულტურული კომუნალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ეკერო სტოკჰოლმთან ახლოს მდებარეობს. ლენარტის სამუშაო გამოცდილება მოიცავდა კულტურული ადმინისტრატორის პოზიციას შვედეთის სხვადასხვა ქალაქში. აგრეთვე ის იყო მუსიკალური პროდიუსერი ლულეოს სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში და მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი სტოკჰოლმის სამეფო ოპერის თეატრში. მისი მთავარი მიზანი ყოველთვის იყო კულტურულ ცხოვრებაში ამა თუ იმ ფორმით მონაწილეობა.

„ყველაფერი დაიწყო, იდეით. ჩვენ დავფიქრდით რა ესაჭიროება სტენჰამრაში დასახლებულ უამრავ ბავშვიან ოჯახს? გადავწყვიტეთ, რომ ის, რაც მათ სჭირდებათ, ბავშვების საკუთარი ბიბლიოთეკა იყო. ადამიანების დაიტერესება ჩვენი ხედვის განსახორციელებლად იოლი აღმოჩნდა. საკმარისი იყო წარმოგეთქვათ "ბავშვების საკუთარი ბიბლიოთეკა სტენჰამრაში" და უკვე მხარს გვიჭერდნენ. გასაოცარია, რა დიდი ძალა შეიძლება ჰქონდეს სულ რაღაც რამდენიმე სიტყვას. მე მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორ გადაიქცა დაკეტვის პირას მისული ბიბლიოთეკაბავშვების უსაყვარლეს და წარმატებულ ადგილად“.

14.45-15.30 დებატები მოხსენების ირგვლივ;

15.30-15.45   კოფე ბრეიკი

15.45-16:00 ინგრიდ შელსტრომი

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბიბლაში!"

•    ინგრიდ შელსტრომი 1985 წლიდან მუშაობს, როგორც სასკოლო და გიმნაზიის ბიბლიოთეკარი. ამჟამადმუშაობს სტოკჰოლმის საქალაქო ბიბლიოთეკაში  ავტობუს-ბიბლიოთეკაში. ინგრიდ შელსტრომს აქვს პედაგოგიური განათლება და ბაღსა და სკოლაში მუშაობის გამოცდილება.

მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ საბავშვო ბიბლიოთეკის საქმიანობა გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის საფუძველზე. ისაუბრებს ბიბლიოთეკაზე, როგორც ოთახზე ბავშვებისათვის და იმაზე, რა უნდა იყოს ამოსავალი წერტილი, როგორც საბავშვო ბიბლიოთეკის ინტერიერის მოწყობას,ასევე მუშაობის სტილშიც.

16.00-16.15 დებატები მოხსენების ირგვლივ;









28 მაისი

10.00-10.45 ევა სუსო

მოხსენების თემა: „ნაშვილები მწერალი - თანამშრომლობა ბიბლიოთეკას, სკოლასა და მწერალს შორის.”

•    ევა სუსო, საბავშვო მწერალი.55 წლის.  ცხოვრობს სტოქჰოლმში. წერს 1995 წლიდან.  გამოცემულიაქვს23 წიგნი  ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ხშირად ხვდება მოსწავლეებს სკოლაში და ესაუბრება წიგნებსა და კითხვაზე. უძღვება მწერლობის კურსებს. 2005-2011 წლებში იყოშვედეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე.
ერთი წლის განმავლობაში იყო რინკებიუს ბიბლიოთეკის "ნაშვილები" მწერალი. ისგიამბობთ ამ ერთ წელიწადზე, როგორც "ნაშვილები" მწერალი, როგორ მუშაობდა ბავშვებსა და მოზარდებთან სხვადასხვა პროექტზე "საკუთარ" ბიბლიოთეკაში.  

„2011 წელს გავხდი პირველი შვედი მწერალი, რომელიც ბიბლიოთეკამ "იშვილა". კვირაში ორჯერ ვხვდებოდი მოსწავლეებს და ვატარებდი წერის კურსებს. ოთხშაბათობით ვხელმძღვანელობდი წიგნის წრეს 14 წლის გოგონებისთვის. მე გიამბობთ რინკებიუში ჩემს საქმიანობაზე და იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ჩვენი აქტივობები და თანამშრომლობა ბიბლიოთეკასა და სკოლებს შორის“.

10.45-11.00   დებატები მოხსენების ირგვლივ;

11.00-11.15 კოფე ბრეიკი

11.15-12.00 ირაკლი ღარიბაშვილი - „საბავშვო ბიბლიოთეკები საქართველოში“;

•    ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი.

12.00-12.15   დებატები მოხსენების ირგვლივ;

12.15-13.15 კოფე-ბრეიკი

13.15-14.00 დავით კიზირია - მოხსენების თემა: „ინფორმაციის მენეჯმენტი განზომილების სამაგისტრო პროგრამა საქართველოში".

•    დავით კიზირია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი (სამაგისტრო პროგრამა „ინფორმაციის მენეჯმენტი“);  შპს „ინოვაციური სისტემების მენეჯმენტი“ სტრატეგიული განვითარების მენეჯერი.

ინფორმაციის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა დაიგეგმა და ამოქმედდა ტემპუსის საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. მოხსენებაში მოკლედ იქნება მიმოხილული პროგრამის ინიცირების, დიზაინის შემუშავების, ამოქმედებისა და მიმდინარეობის პროცესები. კონკრეტულად კი შეეხება პროგრამის მიზნებს, შედეგებს (დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს), კურსდამთავრებულების დასაქმების სფეროებს, სასწავლო გეგმას, ცალკეულ კურსებს, ლექტორებს, არსებულ რესურსებს და სხვა საკითხებს.

14.00-14.15 დებატები მოხსენების ირგვლივ;
14.15 – სემინარის დახურვა

მიბმული ფაილიზომა
seminaris programa.pdf0 ბაიტი

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.