"საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის"

14-16 მარტს თბილისში იუსტიციის სახლში - საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და Beyond Access-ის  პროექტების ფარგლებში გაიმართა შეხვედრების II ფაზა ბიბლიოთეკების განვითარებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. ტრეინინგები სახელწოდებით "საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის" ორგანიზებული იყო სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და IREX-ის მიერ. ტრეინინგში მონაწილეობა მიიღეს 18 სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარებმა. 

პროექტის ფარგლებში ჩართულ ბიბლიოთკებს გადაეცემათ კომპიუტერული ტექნიკა. იგეგმება ასევე რამდენიმე ბიბლიოთეკის ახალ შენობაში გადატანა. ტრენინგზე კოლეგებისათვის გამოცდილების გასაზიარებლად მოწვეულები იყვნენ საპილოტე ბიბლიოთეკების წარმომადგენლები ზუგდიდისა და ნუკრიანის ბიბლიოთეკებიდან.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.