წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით 24 თებერვალს საქართველოში პირველად აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე.

საქართველო პირველად შეურთდა ამ საერთაშორისო ინიციატივას და გახდა მსოფლიოს მასშტაბური ღონისძიების ნაწილი. ამ ღონისძიებაში მნიშვნელოვანი იყო კულტურის ცენტრების ჩართულობა, რათა საქართველოში წიგნის შემდგომ პოპულარიზაციას შეეწყოს ხელი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა მასპინძლობს სასწავლო დაწესებულებების და რეგინალური ბიბლიოთეკებისბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების მორიგ ტრეინინგს, რომელიც ტარდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით.

საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია შეურთდა აღნიშნულ ინიციატივას და ამჯერად მსმენელებს შესთავაზა წიგნის საჯაროდკითხვის მსოფლიო დღეში ჩართულობა, კერძოდ მორიგ ტრენინგ-სესიაზე ხმამაღლა (საჯაროდ) იქნა წაკითხული ლექსები ბიბლიოთეკარი პოეტების კრებულდან "ბიბლიოთეკარი პოეტი" (შემდგენელი ინგა ფილაური-ლორია, გამოცემის თარიღი 2015 წ.). მოწვეული იყვნენ კრებულის ავტორი პოეტები.

 

ღონისძიების ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს facebookგვერდზე

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.