საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია "Beyond Access Asia"-ს შეკრებაზე

Beyond Access არის ორგანიზაცია რომელიც ეხმარება ბიბლიოთეკებს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოვების საშუალებათა მოძიების ინიციატივებში. მოგეხსენებათ საქართვლოს საბიბლიოთეკო ასოციაცია Beyond Access-ის წევრია და ის წელს მონაწილეობას ღებულობს "Beyond Access Asia" ყოველწლიურ შეკრებაში, რომელიც ამჯერად მიანმარს ქალაქ იანგონში მიმდინარეობს. 

შეკრების ფარგლებში საქართველომ დაათვალიერა მიანმარის ტრანსფორმირებული ბიბლიოთეკები. ამ ქალაქშიც Beyond Access - ის ჩართულობით, ხიდისთავის, ნუკრიანისა და ხულოს ბიბლიოთეკების მსგავსად განახლდა, ინტერნეტით აღიჭურვა და მოდერნიზირდა ბიბლიოთეკები.  მათი გამოცდილება უდავოდ დაგვეხმარება მომავალი პროექტების წარმატებით განხორციელებაში. 

29 ივნისს ჩატარდა Beyond Access-ის ღონისძიების უკვე ოფიციალური შეხვედრები. წელს Beyond Access-ის რუკაზე პირველად გაჩნდა საქართველო და ამდენად ის უკვე Beyond Access-ის გრძელვადიან პარტნიორად მოიაზრება. 

შეკრებაზე საქართვლოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ წარადგინა საქართველოს პრეზიდენტის პროექტი „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“, და აგრეთვე ისაუბრა უკვე დასრულებულ დასრულებულ პროექტზე „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“.  

განიხილებოდა საერთაშორისო დონის პარტნიორობის საკითხები, პოლიტიკის რეფორმა (კანონმდებლობის საკითხები და სტანდარტები) და ეფექტური კომუნიკაციის საშუალებები.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ეცდება მომავალში გაიზიაროს ფილიპინების ბიბლიოთეკის გამოცდილება პარლამენტში საბიბლიოთეკო კანონების წარდგენასთან დაკავშირებით.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.