საქართველოს პრეზიდენტის ახალი ინიციატივა - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"

▶ საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას.აღნიშნულ რეგიონში სულ 76 სასოფლო ბიბლიოთეკაა.  ამ ბიბლიოთეკების წიგნადი ფონდი შევსებულია 500 ლარის ღირებულების წიგნებით პროექტის "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან დაფინანსდა და რაც უპრეცენდენტო დაფინანსება იყო ბიბლიოთეკებისა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

✔ მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკების  რეაბილიტაციისათვის  უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია მათი უზრუნველყოფა ინტერნეტში ჩართული კომპიუტერებით, რადგან, ვფიქრობთ რომ მხოლოდ წიგნადი ფონდის განახლებით  ბიბლიოთეკა ვერ იქცევა თანამედროვე საინფორმაციო ცენტრად.  ასევე, ნიშვნელოვანია ბიბლიოთეკების თანამშრომელთა გადამზადება, რათა მათ შეძლონ ინტერნეტის მეშვეობით საჭირო ინფორმაციის მოძიება და ამ ინფორმაციით ადგილობრივი მოსახლეობის უზრუნველყოფა.

✔ აღნიშნული პროექტი გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანას, მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ასევე,თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და თანამედროვე სერვისების დანერგვას.ბიბლიოთეკებისათვის კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, ინტერნეტით უზრუნველყოფას, თანამშრომლებისთვის კომპიუტერისა და ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოძიების სწავლებას (მათ შორის თანამედროვე სოციალური ტექნოლოგიების Skype, Facebook და ა.შ.) , საერთაშორისო და ქართულ ელექტრონულ ბაზებზე წვდომას, სოფლის ბიბლიოთეკების  ერთმანეთთან და რეგიონის მთავარ ბიბლიოთეკასთან, ასევე, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასთან და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ინტეგრაციას.

✔ პროექტის მთავარი კოორდინატორია ააიპ საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

 

[საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.