ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

 

30 აპრილს ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა საინტერესო პრეზენტაციებით წარსდგა ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. ბიბლიოთეკის დირექტორმა ქალბატონმა ვენტა კოცერემ ქართველ კოლეგებს გაუზიარა საკუთარი ბიბლიოთეკის მიღწევები და გამოცდილება, ხოლო ბატონმა ვალდის მაზულისმა ისაუბრა ლატვიის ბილიოთეკაში მიმდინარე დიგიტიზაციის პროცესებზე. პრეზენტაციების ბოლოს გაიმართა დისკუსია ქართველ და ლატვიელ კლეგებს შორის.

შეხვედრის დასასრულს ქალბატონმა ვენტამ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საპატიო სიგელი გადასცა.

29 აპრილს ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საქართველს ბიბლიოთეკების კვირეულის ფარგლებში იოჰან კრისტოფ ბროცეს ბალტიის ნახატებისა და აღწერილობების კოლექციის გამოფენას უმასპინძლა, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი საქართველოში ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა იყო. ამ გამოფენამ წარმატებით მოიარა 12 ქვეყანა და ამჯერად საქართველოში ჩამოვიდა. სამწუხაროდ ბროცეს მიერ აღწერილი ძეგლებისა და ნივთების უმეტესობა დრომ გააქრო, თუმცა ისინი შემონახულია მის გამორჩეულ ნაშრომში, რომელიც 10 ტომისგან შედგება და რომელიც სხვა ექსპონატებთან ერთად იყო წარმოდგენილი. გამოფენა 29 მაისამდე გასტანს.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა Facebook]

[ღონისძიება]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.