ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა "ძველი თბილისის უნიკალური სურათები" მოეწყო

24 აპრილს 17:00 საათზე იოსებ გრიშაშვილის დაბადებიდან 125 წლისთავთან დაკავშირებით, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამოფენა "ძველი თბილისის უნიკალური სურათები" მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იოსებ გრიშაშვილის პირადი საფოსტო ბარათების კოლექციის ნაწილი;  უკვე წაშლილი და იერსახეშეცვლილი თბილისის ძველი ფოტოები თავსი განუმეორებელი არქიტექტურული ნაგებობებითა და ხედებით; იმ პერიოდის სხვადასხვა საზოგადო მოღვწეთა პორტრეტები და სხვადასხვა იუმორისტული ჟანრის ბარათები.

ამ გამოფენით დასაბამი მიეცა გრიშაშვილის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ციკლს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. გამოფენაზე იმყოფებოდნენ იოსებ გრიშაშვილის შემოქმედების მკვლევარები.

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა Facebook]

IPN ინტერპტესნიუსი

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.