ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა - საქართველოს ბიბლიოთეკების კვირეული

(ყურადღება: კვირეულის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ტექსტის ბოლოს მიბმულ ფაილში)

გთავაზობთ ყველა ორგანიზაციას და პირს მონაწილეობა მიიღოთ „ბიბლიოთეკების კვირეულში",  რომელიც ჩატარდება 2014 წლის 28 აპრილიდან  8 მაისამდე.

 

კვირეულის დევიზია „ჩემი ბიბლიოთეკა ჩემი სამყაროა“

ტრადიციულად კვირეულის დღეებში საქართველოს ქალაქისა თუ რეგიონის ბიბლიოთეკებში საინტერესო ღონისძიებები ტარდება. მხატვრული თუ ფოტო გამოფენები, შეხვედრები მწერლებთან, პოლიტიკოსებთან, საზოგადო მოღვაწეებთან თუ საინტერესო პიროვნებებთან, კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა.

კვირეული წარმოაჩენს ბიბლიოთეკების პრობლემებს, მიღწევებსა და მისწრაფებებს, ღია დიალოგის გზით დასახავს მათი პოტენციალის, ოპტიმალური გამოყენების გზებს. დღეს ბიბლიოთეკა არის არა მარტო წიგნების დაუნჯების ადგილი, არამედ ელექტრონულ მონაცემთა ბაზა, ინფორმაციის ძიების, კომუნიკაციის, იდეათა გაცვლის, სწავლების, განათლების, მსჯელობის ასპარეზი.

გთავაზობთ მიიღოთ მონაწილეობას ამ კვირეულში:

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

  • შემოგვთავაზეთ  რა ღონისძიების ჩატარება გსურთ და რომელ ბიბლიოთეკაში, დასაშვებია თქვენი ორგანიზაციის, გამოცემების პრეზენტაცია, გამოფენები, აქციები და სხვა. თქვენი ბიბლიოთეკის წარმატება თქვენს აქტივობაზეა დამოკიდებული.

  • დაესწარით თქვენთვის საინტერესო ღონისძიებას, დაგვიკავშირდით საბიბლიოთეკო ასოციაციას.........

კვირეული ზრდის საზოგადოების ინტერესს ბიბლიოთეკებისადმი, გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ ჩვენი მკითხველების მოთხოვნილებები, გავაუმჯობესოთ მომსახურება და ხელი შევუწყოთ ბიბლიოთეკებისა და საზოგადოების ურთიერთ თანამშრომლობის ახალი ფორმების ჩამოყალიბებას.

ბიბლიოთეკები, რომლებიც გვამცნობენ, რა ღონისძიებების გამართვას აპირებენ და როდის, შეტანილი  იქნება საერთო „საბიბლიოთეკო კვირეულის „ პროგრამაში, რომელიც გამოქვეყნდება ბროშურის სახით და დაურიგდება  ბიბლიოთეკებს.

პატივიცემით,

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაცი]

მიბმული ფაილიზომა
კვირეულის პროგრამა118.5 KB

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.