ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში ელექტრონული სერვისების პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ბიბლიოთკის ახალი პროექტი ციფრული ფოტომატიანე. იგი მიმდინარეობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთკის პროექტის – „წარსულთან შეხვედრა“, ფარგლებში. მისი მიზანი ამჯერადაც არის ის, რომ ისტორიას შემოუნახოს გასული საუკუნის ფოტო-ქრონიკა. კოლექცია წარმოდგენილია ეროვნული ბიბლიოთკის მხარდაჭერით და აღსანიშნავია ისიც, რომ იგი მთლიანადაა ჩართული ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული საცავის კატალოგში.
პრეზენტციაზე ასევე წარმოდგენილი იქნა ბიბლიოთეკის პირადი ციფული ელექტრონული კატალოგი, ვებგვერდი და ინტერნეტტელევიზია. ეწვიეთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ბლოგს და გაიგეთ უფრო მეტი ამ და სხვა ღონისძიებების შესახებ.
კომენტარის გამოქვეყნება