„ერთად შევქმნათ ციფრული „ფოტომატიანე"


14 მარტს 11:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა  დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და კომპანია „ჯეოსელის“ პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პასი კოისტინენიმ ხელს მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც  გათავლისწინებულია ეროვნული ციფრული ფოტომატიანის შექმნა. ეს პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაფანტული ფოტო-მასალის მოძიებას, მათი ციფრულ ვერსიაში გადაყვანასა  და დაარქივებას.  პროექტის მიზანია საზოგადოებისათვის აქამდე უცნობი მასალები ციფრულ ვერსიად აქციოს და თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მომავალ თაობებს გადასცეს. წლების შემდეგ კი ისტორიკოსებს უკვე საშუალება ექნებათ დააკვირდნენ ქართულ ყოველდღიურობას. 

ჩაერთეთ ამ უნიკალურ პროექტში, მოიძიეთ თქვენს ოჯახებში, ბიბლიოთეკებში, მეზობლების და მეგობრების ოჯახებში დაცული ფოტოები და მოგვწერეთ. ჩვენ უმოკლეს ხანში გავაციფრებთ მათ და ორიგინალებს უვნებლად დაგიბრუნებთ.  

ფოტომატიანეზე მუშაობა წელიწადნახევრის წინ დაიწყო. ბიბლიოთეკაში წარსულთან შეხვედრა „ივერიონის“ კართოტეკიდან იწყება, რომელიც უკვე 14 228 ფოტოს ციფრული ვერსიას მოითვლის. განახლებული ფოტოქრონიკა ვაჩნაძეებისა და შენგელაიების ფოტოარქივით გაგრძელდება. ფოტომასალა ელდარ შენგელაიამ ბიბლიოთეკას თავად გადასცა.

მალე საქართველოს ციფრულ ფოტომატიანეს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით მთელი საზოგადოება დაათვალიერებს. 

 [საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.