ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დვანის მუნიციპალიტეტს 500 წიგნი გადასცა

6 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები სოფელ დვანის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ და 500-მდე წიგნი გადასცეს საჩუქრად. გაიმართა ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზების პრეზენტაცია.

ასევე, დაიგეგმა სოფელ დვანის სკოლის მოსწავლეების ვიზიტი ეროვნულ ბიბლიოთეკაში. მათ ჩაუტარდებათ ექსკურსია ბიბლიოთეკაში, გაეცნობიან ეროვნული ბიბლიოთეკის დაარსების ისტორიას, სიახლეებს, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს. სპეციალურად მათთვის მოეწყობა კინოჩვენება.

ამ აქციით ეროვნული ბიბლიოთეკა მხარდაჭერას უცხადებს საზღვრისპირა რეგიონების და, განსაკუთრებით, კონფლიქტის ზონის მოსახლეობას. მსგავსი აქციები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.