ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე

3 და 4 აგვისტოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა ვორქშოფი ბიბლიოთეკის განვითარების საკითხებზე. ვორქშოფში მონაწილეობა მიიღო 40მდე ადამიანმა - მოხალისეებმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა. მათ სამ თემატურ ჯგუფში სხვადასხვა საკითხებზე იმუშავეს. 1. ბიბლიოთეკის კონცეპტუალური განვითარება, 2. ბიბლიოთეკის სივრცითი განვითარება და 3. ბიბლიოთეკის მხარდამჭერი ჯგუფის გეგმის შემუშავება. ამის შემდეგ მონაწილეები შეეცადნენ თემატურ ჯგუფებში დამუშავებული გეგმები ერთ სინთეზურ გეგმად ექციათ.

ამჟამად ვორქშოფის შედეგები საჭიროებს დამუშავებას და საპრეზენტაციოდ მომზადებას. ვფიქრობთ ახლო მომავალში შევძლებთ ამ მასალის წარმოდგენას. ამას გარდა გადაწყდა სექტემბრის ბოლოს გავმართოთ შედეგების საჯარო განხილვა და კონფერენცია, სადაც გავაგრძელებთ ბიბლიოთეკის მომავლის შესახებ მსჯელობას.

დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა ვორქშოფის განხორციელებაში.

წყარო: ლევან ასაბაშვილი, https://www.facebook.com/#!/groups/samecnierobiblioteka/


 სურათები შეგიძლიათ ნახოთ აქ:http://www.facebook.com/media/set/?id=532056697&tid=389855751072954&skipClustering=false&qn=1344247143&success=17&failure=0&set=oa.404308372961025

კომენტარის გამოქვეყნება

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
ამ ტესტით დგინდება ადამიანისმიერ იგზავნება ინფორმაცია თუ რობოტის. გთხოვთ შეიყვანოთ წარმოდგენილი სიმბოლოები.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.