სამეცნიერო მონაცემთა ბაზების პრეზენტაცია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალში

17/05/2012 14:00

2012 წლის 17 მაისს 14 საათზე თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ გორგასალში ჩატარდება მონაცემთა ბაზების და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის სხვა პროდუქტების პრეზენტაცია.

პრეზენტაციას ჩაატარებს საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერი, EIFL ლიცენზირების კოორდინატორი საქართველოში  თამარ ხახუტაშვილი.