rusudan-(ი)ს ბლოგი

The text size have not been saved, because your browser do not accept cookies.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცა!!!

31 მაისს წიგნის ფესტივალზე საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ უკვე 56 ვაუჩერი გასცა, 705 ლარის ოდენობის წიგნებით გამდიდრდა 56 საჯარო ბიბლიოთეკა. 1 ივნისს კიდევ 10 საჯარო ბიბლიოთეკა მიიღებს ვაუჩერს. 

EBSCO-ს პირველი ვიზიტი საქართველოში!

27 მაისს 14 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ, აკადემიური ონლაინ ბიბლიოთეკის  ორგანიზაციის EBSCO-ს წარმომადგენლებთან (მისი მონაცემთა ბაზა 90 000 დასახელების ელექტრონულ წიგნს აერთიანებს).

ეს გახლავთ EBSCO-ს პირველი ვიზიტი საქართველოში. მოწვეულნი არიან ორგანიზაციის  რეგიონალური გაყიდვების მენეჯერები ბატონ ანდრეი საკალოუ და რეიკო რაიე. ისინი უფრო დაწვრილებით გაგვაცნობენ EBSCO-ს მონაცემთა ბაზების ნაცნობ და ასევე, ჩვენთვის უცნობ ახალ სხვადასხვა სერვისებს. მოგვიყვებიან ელექტრონული წიგნების და EBSCO Discovery service-ის შესახებ.

ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია


ბიბლიოთეკების საყურადღებოდ!!!!

თბილისის წიგნის მეთექვსმეტე საერთაშორისო ფესტივალზე (31 მაისი - 1 ივნისი) ჩატარდება ბიბლიოთეკების ვაუჩერიზაცია, ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე-11 პავილიონში, მის: წერეთლის 118.

ვაუჩერები გათვალისწინებულია 66 ბიბლიოთეკაზე.

ბიბლიოთკებს გთხოვთ დაგვიდასტუროთ, იღებთ თუ არა მონაწილეობას ამ პროცესში. მოგვწერეთ მეილზე ruska110@gela.org.ge

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ქალთა N5 დაწესებულების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა კონკურსში გაიმარჯვა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონკურსი – "წარადგინე შენი ბიბლიოთეკა".  პრეზენტაციების კონკურსზე 10 ბიბლიოთეკა იყო წარდგენილი. ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესოდ N5 დაწესებულების ბიბლიოთეკის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია და მისი ავტორი – მთავარი ბიბლიოთკარი ანა გერგედავა დასახელდა. 

”ინტერპრესნიუსი”[www.interpressnews.ge]
[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ტრეინინგის მსმენელები საბიბლიოთკო კვირეულის დახურვაზე



საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა
ასწავლო დაწესებულებების რეგიონალური ბიბლიოთკების ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამაღლების ტრეინინგის მსმენელები საბიბლიოთეკო კვირეულის დახურის ღონისძიებაზე

ასოციაციის ეგიდით ჩატარდა გათამაშება და გამოვლინდა გამარჯვებული.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ტრეინინგი კოლეჯების ასოციაციის ბიბლიოთეკარებისთვის



საბიბლიოთკო ასოციაცია – ტრეინინგი 2014. 16-18 მაისი.

16-18 მაისს საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციამ კოლეჯების ასოციაციის ბიბლიოთეკართა კვალიფიკაციის ამალების ტრეინინგი ჩაატარა

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

ინფოარხების ცნობების შეკრება