მაია-(ი)ს ბლოგი

ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის (ALA) სტიპენდიები

ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის (ALA) სტიპენდიების ვადა  სწრაფად ახლოვდება.  ასე რომ  არ დაიგვიანოთ , მიმართეთ ახლავე.

ინფორმაციული წიგნიერება წარმატების საწინდარი.

როგორია თქვენი მოსწავლეების მიღწევები?  ეხმარება ელექტრონული ბიბლიოთეკა ცოდნის დონის ამაღლებაში?

მედიის სპეციალისტი რენდი შმიტდი მივიდა  იმ დასკვნამდე რომ ინფორმაციული წიგნიერება მეტად მნიშვნელოვანია მაღალი შეფასების მისაღწევად.

 მას, გლედსტოუნში ბერნარდის სკოლის 50 მეცხრე კლასელი დაეხმარა.

მოსწავლეები ჩაერთნენ 4 კვირიან პროექტში,რათა გაეუმჯობესებინათ ბეჭდური და ონლაინ  საძიებო  უნარ–ჩვევები.

სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვე

IASL  (სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია)  ხელმძღვანელობამ  სკოლის ბიბლიოთეკის დღე 2008 წელს შეცვალა სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვედ, რომელიც  ოქტომბერში ტარდება.  ეს ცვლილება დაკავშირებულია  IASL–ის 10 წლისთავთან.  სკოლას აქვს უფლება თვითონ დაადგინოს მათთვის სასურველი ერთი დღე ოქტომბერში, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება  მისთვის. შეიძლება ერთი კვირა , ან მთლიანად  მთელი თვე , მიძღვნილი  სკოლის ბიბლიოთეკისადმი.

სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო თვის  აღსანიშნავად შეიქმნა ლოგო :

ამ დღესასწაულის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები. ერთ–ერთი არის „წიგნის სანიშნების“ გაცვლის პროექტი.

ინფოარხების ცნობების შეკრება