BBC ჟურნალისტთა სკოლის ციფრული რესურსები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის

BBC ჟურნალისტთა სკოლის ციფრული რესურსები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის - BBC ჟურნალისტთა სკოლის ციფრული რესურსები ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველებისთვის

 

15 თებერვლიდან 15 მარტამდე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ ქსელში ჩართულია BBC-ს ჟურნალისტთა სკოლის მონაცემთა ბაზები; საიტი შექმნილია როგორც აღნიშნული მედიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, ისე სხვა ქვეყნების ჟურნალისტებისა და ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის. მონაცემთა ბაზაში გაერთიანებულია ჟურნალისტური საქმიანობის საუკეთესო მაგალითები, აგრეთვე, რესურსები ლეგალური და ეთიკური საკითხების შესახებ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ანგლო-ამერიკულ სამკითხველო დარბაზში.  

[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

მიუნხენში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

16 თებერვალს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიუნხენში ქართული ეკლესიის შენობაში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ბიბლიოთეკის გახსნა მიუნხენში მცხოვრები ქართველი ახალგაზრდების მონდომებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მნიშვნელოვანი დახმარებით მოხერხდა.


[საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]

ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა

10 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის პროექტის "საქართველოს ლინგვისტური პორტრეტის" ფარგლებში მომზადებული ქართული დიალექტური კორპუსის წარდგენა და გაცნობა გაიმართა. პროექტი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ხორციელდება.

ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) – ვიდეოწარდგენა

ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) – ვიდეოწარდგენა -  

 

 

საიდუმლოების ფარდა ეხდება ჩვენი თანამემამულის, უდიდესი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკული სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი "მამის" – ალექსანდრე ქართველის მოღვაწეობას. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა აგრძელებს იმ პროექტის ხელშეწყობას, რომელიც მიზნად ისახავს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას. პროექტი სახელწოდებით „ალექსანდრე ქართველიშვილი და ა.შ.შ სამხედრო ავიაცია“ ფართოდ შუქდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. ამჯერად გთავაზობთ ვიდეოწარმოდგენას, რომლიც ავიატორის პიროვნებას კიდევ ერთხელ წარმოგვიჩენს

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

 

დავეხმაროთ ქართველ მწერალს!

  ძვირფასო მეგობრებო,

 

რამდენიმე ხნის წინ მომმართა საქართველოს მწერალთა კავშირმა თხოვნით რომ შეძლებისდაგვარად დავხმარებოდით საქართველოს მწერალთა კავშირის წევრს, პოეტსა და მწერალს, ორ შვილმკვდარ მამას, ბატონ მურად ჭოლოკავას. ამ ადამიანს ავტოკატასტროფის შედეგად, 2006 წელს 30 წლის ვაჟი დაეღუპა. 2012 წელს კი 26 წლის ირაკლი. გთხოვთ ასევე გაეცნოთ მწერალთა კავშირის მიერ მოწერილ წერილს (იხილეთ მიმაგრებული ფაილი)

ჩვენი დახმარება გამოიხატება ბატონი მურადის ავტორობით გამოცემული წიგნების შეძენაში. ესენია: რომანი "ბედისწერის გზაჯვარედინი", ლექსების კრებული "დარდისერთა" და "100 ლექსი". თითო წიგნის ფასია 10 ლარი.

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაუკავშირდეთ ბატონ მურად ჭოლოკავას ტელეფონის ნომერზე 595773787

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია მადლობას უხდის გამომცემლობა "დიოგენეს" და ლაშა გველესიანს!

ეროვნულ ბიბლიოთეკას მელვინ მენჩერის სახელმძღვანელოს 50 ეგზემპლარი გადაეცემა 

4 თებერვალს „ფრონტლაინ კლუბში“ ამერიკელი ჟურნალისტის მელვინ მენჩერის ცნობილი სახელმძღვანელოს „ახალი ამბების გაშუქება და წერა“ ქართული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო ინგლისურიდან თარგმნა ეროვნული ბიბლიოთეკის პარლამენტის სამეცნიერო საინფორმაციო უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა ლაშა გველესიანმა. 
წიგნი გამომცემლობა ,,დიოგენემ’’ ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით გამოსცა. ქართულად სახელმძღვანელოს უახლესი, მეთორმეტე, გამოცემა ითარგმნა. იგი მსოფლიოს ასზე მეტ უმაღლეს სასწავლებელში გამოიყენება და ჟურნალისტებს თანამედროვე ჟურნალისტიკის ძირითად პრინციპებს გააცნობს. 
გამომცემლობა ,,დიოგენე’ და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ ეროვნულ ბიბლიოთეკასა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას გამოცემის 50-50 ეგზემპლარს გადასცემენ. წიგნები საქართველოს რეგიონების ბიბლიოთეკებში დარიგდება.

ინფოარხების ცნობების შეკრება