rusudan-(ი)ს ბლოგი

„საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია!“

ღონისძიებათა სერია - ბიბლიოთეკების კვირეული - წელს 16-22 აპრილის ჩათვლით საქართველოს ყველა რეგიონულ თუ სასოფლო ბიბლიოთეკაში გაიმართება. 

გახსნის ღონისძიება ჩატარდება 16 აპრილს, 17:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. 

კვირეულის ფარგლებში საქართველოს ბიბლიოთეკები უმასპინძლობენ სხვადასხვა ტიპის საჯარო ღონისძიებებს: გამოფენებს, ლიტერატურულ საღამოებს, წიგნების პრეზენტაციებს, შეხვედრების სერიებს მწერლებთან, პოლიტიკოსებთან და სხვა საინტერესო პიროვნებებთან. აგრეთვე ჩატარდება კონკურსები, სემინარები, დისკუსიები, საქველმოქმედო აქციები და სხვა. აგრეთვე მოხდება გასული წლის განმავლობაში განხორციელებული ახალი პროექტების  შეჯამება.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება:

✔ წიგნი "ბიბლიოთეკარი პოეტი", რომელიც ჩვენი ბიბლიოთეკარების თხოვნით შეიქმნა; 
✔დარბაზში გაიხსნება შემოქმედი ბიბლიოთეკარების გამოფენა. აგრეთვე დაჯილდოვდებიან საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლები.
✔კვირეულის დახურვა შედგება 22 აპრილს, 16:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, სადაც გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“.

"ბიბლიოთეკარი პოეტი" მეორე კრებული


ბიბლიოთეკარების თხოვნით გამოვიდა "ბიბლიოთეკარი პოეტის" მეორე კრებული.

წიგნის პრეზენტაცია გაიმართება საბიბლიოთეკო კვირეულის გახსნის დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16 აპრილს, 5 საათზე!

კრებულის შესახებ ტელეკომპანია "ერთსულოვნების" გადაცემა "შუადღეში" ისაუბრა შემდგენელმა, ინგა ლორიამ.

კონკურსი - ბიბლიოთეკების განვითარება საზოგადოების ცხოვრებისთვის

http://www.eifl.net/news/new-eifl-public-library-innovation-award

 

ასოციაცია EIFL (ელექტრონული ინფორმაცია ბიბლიოთეკებისთვის) აცხადებს ინოვაციების კონკურსს „ბიბლიოთეკების განვითარება საზოგადოების ცხოვრებისთვის“.

➜ კონკურსის‬ მიზანია გამოავლინოს ის აქტივობები, რომლებიც გააუმჯობესებენ საზოგადოებრივი განვითარების დონეს ეკონომიკური კეთილდღეობის, ჯანდაცვის, განათლების, წერა-კითხვის გავრცელების, სოფლის მეურნეობისა და სხვა მიმართულებით. აღსანიშნავია რომ ეს პრიორიტეტები   შესულია  გაეროს‬ 2030 წლის მდგრადი განვითარების გეგმაში.

➜ კონკურსის მთავარი ‪‎პრიზი‬ 1500 აშშ დოლარს შეადგენს, აგრეთვე გამარჯვებული ბიბლიოთეკა ჩვენი ქსელებისა და არხების მასშტაბით ჩვენი ასოციაციის აქტივობების ყველა დონეზე ჩაერთვება.

➜ განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 15 მაისი. 

კონკურსი სკოლის ბიბლიოთეკებისათვის

http://iasl-online.mlanet.org/awards/index.html

სკოლის ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაცია  IASL აცხადებს საერთაშორისო კონკურსს სკოლის‪  ბიბლიოთეკებისთვის‬!

➜ კონკურსის მიზანია, გამოავლინოს და წაახალისოს სკოლის ბიბლიოთეკების‬ მიერ ინიცირებული კვლევისა და განვითარების აქტივობები IASL კონფერეციებსა და ასოციაციის სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობით. 


➜ საამისოდ ასოციაციის მიერ გამოცხადდა რამდენიმე კონკურსი:

✓ ჯონ ლორის ლიდერობის განვითარების გრანტი
✓ კენ ჰეიკოკის ლიდერობის განვითარების გრანტი
✓ ტაკეში მუროფუშის კვლევის კონკურსი
✓ IASL წიგნები ბავშვებისთვის

➜ განაცხადები მიიღება როგორც ბეჭდურ‬, ისე ელექტრონული ‬ფორმით. განცხადების გამოგზავნამდე, გთხოვთ გადაამოწმოთ საკონტაქტო‬ ინფორმაცია: საკონტაქტო პირის სახელი და გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქსი, ელ-ფოსტა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სამდივნოს ელფოსტის მეშვეობით - E-mail: alexandra@penman-winton.com

ტრენინგები ტრენერებისათვის

    4-7 აპრილს ჩატარდა ტრენერების ტრეინინგი “თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისები და ბიბლიოთეკის დიზაინი" საქართველოს პრეზიდენტის ფონდის, IREX-ისა და საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. 
ტრეინინგი ჩაატარეს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭოს IREX-ის ტრენერმა ლიუბოვ კვასიუკმა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა.
იგეგმება გასვლითი ტრეინინგები საქართველოს სხვადასხვარაიონებში.

ტრენინგის დასასრულს 15 ლიდერ ბიბლიოთეკარს გადაეცათ კუსის დამთავრების დამადასტურებელი სერტიფიკატები

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

პროექტის პრეზენტაცია პრეზიდენტის სასახლეში

ვიდეომიმართვა იხ. ბმულზე 

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა პროექტის „ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას“ მეორე ეტაპის პრეზენტაცია. 

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და მიზნად ისახავს საქართველოს მასშტაბით სოფლის ბიბლიოთეკების ინტერნეტითა და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვას. პროექტის მეორე ეტაპზე ბიბლიოთეკარების გადამზადება და ტრენინგებიც იგეგმება.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დაესწრო. მან მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული ბიბლიოთეკარებიც იყვნენ, სიტყვით მიმართა. ადმინისტრაციის უფროსმა მადლობა გადაუხადა ბიბლიოთეკების ყველა თანამშრომელს და საბიბლიოთეკო ასოციაციას აქტიური თანამშრომლობისათვის. 

განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტით „აირექსი“ დაინტერესდა

თანამედროვე ინტერნეტსერვისები ადგილობივი მოსახლეობისთვის

სლოგანით თანამედროვე ინტერნეტსერვისები ადგილობივი მოსახლეობისთვის 4-7 აპრილს მიმდინარეობდა ტრეინინგები ტრენერებისათვის. ტრენინგი ჩატარდა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით პრეზიდენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკასფარგლებში. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ ბიბლიოთეკარები საქართველოს 15 სოფლიდან.

 

ისინი მომავალში თავის მხრივ, აქ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას  თავიანთ კოლეგებს გაუზიარებენ.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ინფოარხების ცნობების შეკრება