rusudan-(ი)ს ბლოგი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლითეკის საინფორმაციო ცენტრი - ზუგდიდი

საბიბლიოთკო დღეების ფარგლებში ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში  ჩატარდა ფილიალის-საინფორმაციო ცენტრის გახსნა-პრეზენტაცია. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სერვისების განვითარებისა და მარკეტინგის მენეჯერმა-ნინო პავლიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ელექტრონული ბაზები, რომლებზე წვდომაც ზუგდიდელი მკითხველისათვის უმეტესწილად ხელმისაწვდომი და თავისუფალი იქნება. საბიბლიოთკო დღეების ფარგლებში მსგავსი სანფორმაციო ცენტრების გახსნა კიდევ ხუთ ქალაქშია დაგეგმილი.

პროექტი "მაკულატურა" - განსაკუთრებული აქცია

ბიბლიოთეკების საყურადღებოდ! ეს არის უნიკალური შანსი, რათა სკოლებმა და ბიბლიოთეკებმა უფასოდ შეავსონ ბიბლიოთეკა წიგნებით. პროექტ ,,მაკულიტერატურის’’ განსაკუთრებული აქცია თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და სენაკის შემდეგ სხვა რეგიონებშიც გრძელდება.
4-5 მაისს ხაშურში

1 კგ მაკულატურა = 1 ლარის ღირებულების წიგნს!!!

იჩქარეთ, გადააწყვეთ ძველი წიგნები,თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები და გაცვალეთ ახალ წიგნებზე.
ასეთი რამ მხოლოდ 20 წელიწადში ერთხელ ხდება!
ჩააბარეთ მაკულატურა და უამრავი დასახელების ახალი წიგნიდან აირჩიეთ სასურველი.
გაუფრთხილდით გარემოს და განაახლეთ ბიბლიოთეკა.

მისამართი: ხაშური, რუსთაველის 88.
10-დან 19 საათამდე.
პროექტის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩააბაროს მაკულატურა(ძველი წიგნები, თაბახის ფურცლები, ჟურნალ-გაზეთები).
არ ბარდება ( მუყაო, ცელოფნის ფაილი, ბაინდერი).
ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს: http://www.makuliteratura.ge/

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაცია]

საბიბლიოთეკო კვირეული - ვაკის მედიათეკა

საქართველოს საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, 1 მაისს, ვაკის მედიათეკაში გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით "სტუმრად მედიათეკაში". ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი, ასოციაციის გამგეობის წევრები და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელები და თანამშრომლები.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

საბიბლიოთკო კვირეული - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები

საბიბლიოთკო კვირეულის ფარგლებში გთავაზობთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთკისა და სხვა მის დაქვემდებარებაში მყოფ ბიბლიოთკა-ფილიალთა ღონისძიებების ჩამონათვალს: ახალი აბასთუმანი, ზედაეწერა, ინგირი, კოკი, ნარზენი, ოდიში, ორსანტია, რუხი, ყულიშკარი, ჩხორია, ცაიში, ძველი აბასთუმანი, ჭიქვინჯი, ჭკადუაში, ხურჩი. 

ღონისძიებეს შესახებ ინფორმაცია იხილეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდზე [საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია]

"ბიბლიოთეკარი პოეტი" - ახალი პოეტური კრებული

საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით გამოვიდა ბიბლიოთეკარების პოეტური კრებული  "ბიბლიოთეკარი პოეტი" (შემდგენელი ინგა ფილაური-ლორია). საბიბლიოთკო კვირეულის ფარგლეში, ბიბლიოთეკარების პროფესიულ დღეს 30 აპრილს შედგება კრებულის პრეზენტაცია, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 14 საათზე. ვიწვევთ პროექტის ყველა მონაწილეს და მთელ საბიბლიოთეკო საზოგადოებას

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

"ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" - თელავის ბიბლიოთეკები



საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" გულისხმობს კახეთის რეგიონში რეგისტრირებული სოფლის ბიბლიოთეკების კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით უზრუნველყოფას. პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ფინანსური მხარდაჭერით. საპილოტე პროექტის დასრულების შემდეგ იგეგმება კომპიუტერული ტექნიკით საქართველოს ყველა სოფლის ბიბლიოთეკის უზრუნველყოფა.

ამ ეტაპზე საბიბლიოთკო ასოციაციამ უკვე მოინახულა თელავის რაიონის ქვემო-ხოდაშენის, ნაფარეულის, ლალისყურის, კურდღელაურის, კონდოლის, კისისხევის, იყალთოს, გულგულას, ფშაველის, წინანდლის, ბუშეტის, ახატელის, ართანის და აკურას სოფლის ბიბლიოთეკები. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება მათი შემდგომი რეაბილიტირების პროცესი.

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook]

"წიგნი ყველა სოფელს" - საგარეჯო - "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას"



საგარეჯოს სოფლის ბიბლიოთეკები კაკაბეთსა და პატარძეულში უკვე გარემონტდა. პრეზიდენტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტ "წიგნი ყველა სოფლის ბიბლიოთკის" ფარგლებში კი კაკბეთის ბიბლიოთეკა ახალი წიგნადი ფონდით გამდიდრდა.

ახალი საპილოტე პროექტი "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას", რომელიც მთლიანად კახეთის რეგიონში არსებულ საბიბლიოთეკო ქსელს კოპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტ-პროგრამით უზრეუნველყოფას გულისხმობს, ამ სოფლებსაც გააერთიანებს. აქ აუცილებლად ჩავიტანთ კომპიუტერებს.

საგარეჯოში კიდევ სამი ბიბლიოთეკა  არსებობს: სოფელ კოჭბაანში, სოფელ უჯარმასა და სოფელ დიდ ჩაილურში. ამ ბიბლიოთეკებს არ აქვთ იურიდიული სტატუსი. ბიბლიოთეკარები აქ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ვინაიდან ბიბლიოთეკა სჭირდება მოსახლეობას. ეს ძალიან სამწუხარო ამბავია, აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ამ ბიბლიოთეკების სტატუსის აღდგენაზე! 

[საქ. საბიბლიოთეკო ასოციაციის Facebook 

ინფოარხების ცნობების შეკრება