ციფრული „დიასპორის ბიბლიოთეკის“ გადაცემა
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტმა რუსუდან ასათიანმა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლებს სპეციალურად დიასპორისთვის შექმნილი ციფრული ბიბლიოთეკა წარუდგინა.
ეს გახლდათ, ოფიციალური წარდგინება ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გამართული ციფრული ბიბლიოთეკის გადაცემის ცერემონიალისა. როგორც ცნობილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს ელექტრონული „დიასპორის ბიბლიოთეკა“ გადასცა, რომელიც შემდგომში ინტეგრირებული იქნება სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ შექმნილ დიასპორულ ქსელში www.tanamemamule.ge.
„დიასპორის ბიბლიოთეკით“ სარგებლობის საშუალება ექნება ნებისმიერ მსურველს ვინც სარგებლობს დიასპორის სოციალურ ქსელით.
[საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია]
Post new comment