საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

DSCF8769საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკის დირექტორი ვენტა კოცერე საქართველოსა და ლატვიის  რესპუბლიკას  შორის  მეგობრული; ურთიერთობის გაღრმავებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის  საქმეში  შეტანილი  პირადი  წვლილისათვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო დიდად აფასებს იმ საქმიანობას, რომელსაც ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა და მისი დირექტორი ახორციელებს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.

ვენტა კოცერეს დაჯილდოების ცერემონიას  რიგაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართული დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ.

[president.gov.ge]

[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.