ხშირად დასმული შეკითხვები


Open-access (OA) , თავისუფალი წვდომის ლიტერატურა არის უფასო, ელექტრონული, ინტერნეტით ხელმისაწვდომი და თავისუფალი  საავტორო უფლებების უმეტესი აკრძალვებისგან


 


რას ნიშნავს დიგიტალური (ელექტრონული) კოლექცია?


ელექტრონული დოკუმენტების ნებისმიერი მოწესრიგებული სიმრავლე წარმოადგენს ელექტრონული დოკუმენტების კოლექციას (digital collection).


 


რას ნიშნავს ელექტრონული (ანუ ციფრული) ბიბლიოთეკა (digital Library)?  


ეს არის ელექტრონული (ციფრული) დოკუმენტების კოლექცია, რომელსაც გააჩნია მასში ჩართული დოკუმენტების კომპიუტერით აზრიანი ძებნისა და დათვალიერების ერთი საშუალება მაინც.


 


რას ნიშნავს ციფრული არქივი (digital archive)?  


ეს ისეთი ციფრული ბიბლიოთეკაა, რომელშიც სხვადასხვა მეთოდებით უზრუნველყოფილია ციფრული კოლექციის გრძელვადიანი დაცვა და გამოყენება. ციფრულ არქივში, ისევე როგორც ციფრულ ბიბლიოთეკაში, წვდომა შეიძლება იყოს შეზღუდული სხვადასხვა ნიშნით.


 


რას ნიშნავს საარქივო ციფრული კოლექცია (digital archives)?


 ეს ისეთი ციფრული კოლექციაა, რომელშიც ძირითადად, საარქივო დოკუმენტები და გამოცემებია შეტანილი.


 


რას ნიშნავს ღია საცავი (open repository) (ან თავისუფალი (ღია) დაშვების (წვდომის) საცავი - open access repository)?  


ეს ისეთი ციფრული არქივია, რომელშიც უზრუნველყოფილია მომხმარებელთა საყოველთაო და უფასო დაშვება ინტერნეტით და რომლის ციფრული კოლექცია, ძირითადად, რეცენზირებული სამეცნიერო გამოცემებისა და პუბლიკაციებისგან შედგება. 


რას ნიშნავს თვითარქივაცია?


თვითარქივაცია ნიშნავს მეცნიერის ან მკვლევარის მიერ ციფრული დოკუმენტის დეპონირებას, ანუ ატვირთვას ყველასათვის ხელმისაწვდომ ვებ გვერდზე, სასურველია OAI თავსებადი Dspace. http://www.dspace.org/  დეპონირებაში იგულისხმება მარტივი ვებ ინტერფეისი, რომელშიც მომხმარებელი,  მარტივი Copy/Paste -ის გამოყენებით შეიყვანს მეტამონაცემებს (თარიღს, ავტორს, სათაურს და ა.შ.) და დაურთავს მას სრულ ტექსტს. პირველი სტატიის დეპონირებას ჭირდება ზუსტად 10 წუთი, ყოველი მომდევნოს კი ნაკლები.  EIFL OA Georgia-ს კოორდინატორებს შეუძლიათ ატვირთონ დოკუმენტები ავტორის მაგივრად, თუ ეს მისი სურვილი იქნება.


 რას ნიშნავს თავისუფალი წვდომის არქივების ინიციატივა? (Open Archives Initiative - OAI)?


თავისუფალი წვდომის არქივების ინიციატივამ  (Open Archives Initiative - OAI) შეიმუშავა საერთო კოდი მეტამონაცემების ტეგებისათვის (როგორიცაა ”თარიღი”, ”ავტორი”, ”სათაური” და ა.შ.) სრული ტექსტის დოკუმენტები შეიძლება განთავსდეს სხვადასხვა ფორმატში და სხვადასხა ვებ სივრცეში, მაგრამ თუ მათ ექნებათ ერთიდაიგივე ტეგები მეტამონაცემებისათვის, ისინი ხდებიან ”ინტეროპერაბილურები”. საძიებო მანქანებს შეუძლიათ შეაგროვონ ეს მეტამონაცემები ("harvest"),  გარდა ამისა სხვადასხვა ვებ სივრცეში მოთავსებულ ყველა დოკუმენტში განხორციელდება ძიება როგორც ერთ სივრცეში და ეს დოკუმენტები ხელმისაწვდომი გახდება ყველასათვის.


 რა არის OAI თავსებადობა?


OAI თავსებადობა ნიშნავს OAI ტეგების გამოყენებას მეტამონაცემებისათვის. მაგალითად დოკუმენტი შეიძლება იყოს თავსებადი OAI -სთან  და Dspace-იც შეიძლება იყოს თავსებადი  OAI -სთან. ყველა OAI  თავსებადი დოკუმენტი და OAI თავსებადი არქივი არიან ”ინტეროპერაბილურები”. ეს ნიშნავს რომ დოკუმენტები რომლებიც განთავსებულია სხვადასხვა ვებ სივრცეებში შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ერთიდაიგივე ფორმატისა და ერთ  სივრცეში განთავსებული დოკუმენტები. 


რა არის Dspace? 


ეს არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აგროვებს, ინახავს და ავრცელებს ელექტრონულ კონტენტს. თავისი შინაარსით Dspace არის ელექტრონული ბიბლიოთეკა.


Dspace-ს ავითარებს Hewlett-Packard-ი და MIT ბიბლიოთეკები (Massachusetts Institute of Technology). 8 წლის წინ, 2002 წლის 4 ნოემბერს, სისტემა  DSpace გაშვებული იქნა MIT ბიბლიოთეკებში. ეს პროექტი არის ღია და ვრცელდება BSD ლიცენზიით (http://www.opensource.org/licenses/bsd-lecense.php).


 


რა მიზანი აქვს თვითარქივაციას?


თვითარქივაციის მიზანია მეცნიერებისა და სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ რეცენზირებული სრული ტექსტების განთავსების უზრუნველყოფა, ასევე მათზე წვდომისა და მათი მოძიების საშუალება ინტერნეტის მეშვეობით.


  სამეცნიერო შედეგების მაქსიმალურად საჯაროდ განთავსების მიზანია თავისთავად სამეცნიერო ლიტერატურის სიცოცხლისუნარიანობისა და მის მომხმარებელთა რაოდენობის გაზრდა და ასევე სამეცნიერო ლიტერატურისა და ავტორების  მეტი პოპულარიზაცია. აქედან გამომდინარე თავისუფალი წვდომის არქივები გვევლინება როგორც მეცნიერების წინსვლის როგორც ოპტიმალურ, ასევე გარდაუვალ საშუალებად.


 


ვინ უნდა მოახდინოს თვითარქივაცია?


თავისუფალი წვდომის არქივების ბუდაპეშტის ინიციატივა  (Budapest Open Access Initiative იხილეთ ბმული : http://www.soros.org/openaccess) საგანგებოდ ეძღვნება რეცენზირებულ სამეცნიერო ლიტერატურას ყველა სამეცნიერო დისციპლინაში. სწორედ ავტორებმა უნდა დააარქივონ თავიანთი სამეცნიერო პუბლიკაციები, რათა მაქსიმალურად მოახდინონ მათი გავრცელება, ხელმისაწვდომობა, აღქმა და გავლენა. თავისთავად თვითარქივაციას არ სჭირდება დიდი დრო, თუმცა შესაძლებელია ეს მიანდო სამეცნიერო ორგანიზაციის ბიბლიოთეკარს ან არქივატორს.


 


რა არის DOAJ? 


თავისუფალი წვდომის ჟურნალების დირექტორია (DOAJ) არის ვებგვერდი, სადაც შეგიძლიათ მოიძიოთ ელექტრონული ჟურნალები, აქვეყნებს მაღალი ხარისხის, რეცენზირებულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო და შემეცნებით ჟურნალებს.


თავისუფალი წვდომის ჟურნალების დირექტორია (DOAJ)  შექმნილია  ლუნდის უნივერსიტეტის მხარდაჭერით  http://en.wikipedia.org/wiki/Lund_University


 რა არის ROAR?   


ROAR - Registry of Open Access Repositories არის თავისუფალი წვდომის საცავების რეესტრი.


ROAR-ის მიზანია  თავისუფალი წვდომის განვითარების ხელშეწყობა. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ელექტრონული ბიბლიოთეკების ზრდასა და სტატუსზე ინფორმაციის უზრუნველყოფა. თავისუფალი წვდომის მეშვეობით სამეცნიერო კვლევითი ლიტერატურა ხდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ხელს უწყობს სამეცნიერო კვლევების განვითარებას.


 რა არის OpenDOAR? 


The Directory of Open Access Repositories – OpenDOAR  არის აკადემიური თავისუფალი წვდომის რეპოზიტორიუმების კატალოგი. OpenDOAR-ში რეგისტრირებული ყოველი რეპოზიტორიუმი მოწმდება და გადის ხარისხის კონტროლს. 


რა არის SHERPA?


SHERPA - Securing a Hybrid Environment for Research Preservation and Accessშეისწავლის სამომავლო სამეცნიერო კომუნიკაციის საკითხებს. იგი ავითარებს თავისუფალი წვდომის ინსტიტუციონალურ რეპოზიტორიუმებს სამეცნიერო კვლევების სწრაფი და ეფექტური განვითარებისათვის. 


 


რა არის SHERPA-ROMEO? 


SHERPA - ROMEO არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თავისუფალი წვდომის რეპოზიტორიუმებში ატვირთული სამეცნიერო სტატიების საავტორო უფლებების შესახებ ინფორმაციას.  


 


რა არის DRIVER?


 


DRIVER არის ციფრული რეპოზიტორიუმების მრავალფაზიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც სთავაზობს მრავალფეროვან ფუნქციონალურ სერვისებს როგორც მკვლევარებს, ასევე მკითხველებს. DRIVER შეიცავს ნებისმიერი ფორმის სამეცნიერო ლიტერატურას.  

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.