პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო

პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო -


image1


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პროგრამაზე „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ რეგისტრაცია დაიწყო. სპეციალური განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გააკეთა.


27 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge ან www.tpdc.ge (http://mes.gov.ge/content.php?id=2383&module=form_builder&proj_id=1).


პროგრამის მონაწილე პედაგოგები ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის სკოლებში ქართულ ენას შეასწავლიან. ისინი ადგილობრივ ოჯახებში იცხოვრებენ და რეგიონში მინიმუმ ერთი აკადემიური წლის მანძილზე დარჩებიან. პროგრამაში ჩართვამდე ყველა მონაწილე პედაგოგიკის პრინციპებში  სპეციალურ მომზადებას გაივლის.


ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4642


 


იხ. ვრცლად


[ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]


 

Post new comment

The content of this field is kept private and will not be shown publicly.
CAPTCHA
This question is for testing whether you are a human visitor and to prevent automated spam submissions.
Image CAPTCHA
Enter the characters shown in the image.