კონსორციუმის დებულება

  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(sid) AS count FROM drusessions WHERE timestamp >= 1596753272 AND uid = 0 in /var/www/drup/includes/session.inc on line 120.
  • user warning: Table './drup1/drusessions' is marked as crashed and last (automatic?) repair failed query: SELECT COUNT(DISTINCT s.uid) FROM drusessions s WHERE s.timestamp >= 1596753272 AND s.uid > 0 in /var/www/drup/modules/user/user.module on line 776.

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებლებანი 


   საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი (შემდგომში კონსორციუმი) შექმნილია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან არსებულ “საქართველოს ბიბლიოთეკების დირექტორთა საკოორდინაციო საბჭოსა” და “საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის” (შემდგომში ასოციაციის) ერთობლივი გადაწყვეტილებით.


  კონსორციუმი თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის, ასოციაციის  წესდებისა და წინამდებარე დებულების შესაბამისად.


    თავისი მიზნებიდან გამომდინარე კონსორციუმი მოქმედებს არე ვრცელდება როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.


 


მუხლი 2. კონსორციუმის მიზნები 


 


კონსორციუმის ძირითადი მიზნებია:


-         საქართველოში ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის ხელშეწყობა, მოსახლეობაში მისი საჭიროების შეგნების ამაღლება, საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდების პირობების გაუმჯობესება;


-         საქართველოს მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდებისათვის ქმედითი და დემოკრატიულ პრინციპებზე აგებული საინფორმაციო-საბიბლიოთეკო  ინფრასტრუქტურის შექმნა და ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, როგორც საქართველოს ბიბლიოთეკებსა და საინფორმაციო ცენტრებიდან ასევე ქვეყნის გარეთ არსებული საინფორმაციო წყაროებიდან;


-         საქართველოს კულტურული, სამეცნიერო, ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვა, საქართველოს ინტელექტუალური და მხატვრული შემოქმედების განვითარების ხელშეწყობა;


-         საქართველოს ბიბლიოთეკების და საინფორმაციო ცენტრების ინტეგრირება საერთაშორისო საინფორმაციო სისტემაში, ქვეყნის გარეთ მყოფი მომხმარებლებისათვის საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა, საქართველოს შემოქმედების გავრეცელების პირობების შექმნა.


 


 


მუხლი 3. კონსორციუმის ამოცანები და საქმიანობის ფორმები 


 


2-ე მუხლში მოყვანილი მიზნების მისაღწევადად კონსორციუმი საქმიანობას აწარმოებს შემდეგი


ფორმებით:


 


- შეიმუშავებს საქართველოს ინტეგრირებული კომპიუტერული საბიბლიოთეკო-საინფორმაციო ქსელის განვითარების კონცეფციას;


- შეიმუშავებს ამ საინფორმცაიო სისტემის განვითარების პრინციპებსა და კოორდინაციას უწევს სამუშაო პროექტებს,


- შეიმუშავებს ასოციაციის პოლიტიკას საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დარგში,


- შეიმუშავებს და ახორციელებს პროექტებს თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვისათვის,


- ამყარებს საქმიან ურთიერთობას სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ,


- ეწევა ყველა იმ საქმიანობას, რომელიც ეთანხმება კონსორციუმის მიზნებს და კანონით არ არის აკრძალული.


 


მუხლი 4. კონსორციუმის წევრობა 


 


4.1. კონსორციუმის წევრი შეიძლება იყოს იურიდიული პირი: ბიბლიოთეკა, საინფორმაციო ან ბიბლიოგრაფიული ცენტრი, საბიბლიოთეკო-საინფომაციო დარგში მომუშავე ორგანიზაცია, რომელიც აღიარებს კონსორციუმის მიზნებსა და ამოცანებს, იცავს წინამდებარე დებულების მოთხოვნებს.


4.2. წერილი კონსორციუმში გაწევრიანების სურვილის შესახებ შეტანილ უნდა იქნეს ასოციაციის შესაბამის (საწევრო ან სამდივნო) კომიტეტში.


ეს მოთხოვნა განხილულ უნდა იქნეს კონსორციუმის უახლოეს საერთო კრებაზე.


კონსორციუმის წლიური საწევრო გადასახადის ოდენობას და გადახდის წესს განსაზღვრავს კონსორციუმის საერთო კრება.


 


4.3. კონსორციუმის წევრს უფლებამოსილება უწყდება:


- საკუთარი განცხადების საფუძველზე, რომელსაც მიიღებს და დაადასტურებს


ასოციაციის გამგეობა,


            ან


- კონსორციუმის ნებისმიერი წევრის დასაბუთებული განცხადების საფუძველზე და კონსორციუმის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით,


            აღნიშნული განცხადების საფუძველი შეიძლება იყოს:


 


ა) წევრის საქმიანობა ეწინააღმდეგება კონსორციუმის დებულებას, მიზნებს ან ლახავს მის ღირსებას,


ბ) უხეშად ირღვევა კონსორციუმის დებულებით ან საერთო კრების გადაწყვეტილებით წევრზე დაკისრებულ ვალდებულება,


გ) დაუშვებს ისეთი ინფორმაციის გადაცემას მესამე პირთათვის, რომელიც კონსორციუმის მიერ მიჩნეულია კონფიდენციალურად.


დ) თუ ხანგრძლივი დროის განმავლობში არ მონაწილეობს კონსორციუმის საქმიანობაში.


 


4.5. კონსორციუმის წევრობა არ შეიძლება გადაეცეს სხვა ორგანიზაციას.


 


 


მუხლი 5. კონსორციუმის წევრთა უფლება-მოვალეობანი 


 


5.1. კონსორციუმის წევრს უფლება აქვს:


- თანასწორ საფუძველზე მონაწილეობდეს კონსორციუმის მუშაობაში,


- მიიღოს ყოველგვარი ინფორმაცია კონსორციუმთან დაკავშირებული საქმიანობის შესახებ,


- აღნიშნოს თავის წარდგენაში კონსორციუმის წევრობა.


 


5.2. კონსორციუმის წევრი მოვალეა:


- იმოქმედოს კონსორციუმის დებულების შესაბამისად,


- შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს კონსორციუმის საქმიანობაში,


- გაუფრთხილდეს კონსორციუმის ქონებასა და პრესტიჟს,


- დაიცვას კონსორციუმის მიერ კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაცია.


 


5.3. კონსორციუმის წევრი ანგარიშვალდებულია მხოლოდ კონსორციუმის საქმიანობის ფარგლებში მასზე დაკისრებულ მოვალეობებზე და არ არის პასუხმგებელი კონსორციუმის ვალდებულებებზე, ისევე


როგორც კონსორციუმი არ აგებს პასუხს წევრთა კერძო ვალდებულებებზე.


 


 


 მუხლი 6. ორგანიზაციული სტრუქტურა 


 


6.1 კონსორციუმის ხელმძღვანელ ორგანოებს წარმოადგენს


კონსორციუმის საერთო კრება,


აღმასრულებელი დირექტორი,


პროექტის მართვის აღმასრულებელი საბჭო.


 


 6.2 კონსორციუმის წევრთა საერთო კრება


 


 6.2.1. კონსორციუმის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა კონსორციუმის წევრთა საერთო


 კრება, რომელიც ტარდება 2 თვეში ერთხელ  მაინც. მორიგი საერთო კრების მოწვევასთან დაკავშირებულულ საკითხებს (თარიღის დაზუსტება, შეტყობინებების და დღის წესრიგის დაგზავნა, შეკრების ადგილის უზრუნველყოფა, და სხვ.) გადაწყვეტს ასოციაციის გამგეობა.


განსაკუთრებულ შემთხვევაში შესაძლებელია რიგგარეშე საერთო  კრების მოწვევა. რიგგარეშე საერთო კრება მოიწვევა:


 - ასოციაციის გამგეობის, კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის ან პროექტის მართვის აღმასრულებელი საბჭოს ინიციატივით,


 - კონსორციუმის წევრთა ერთი მეხუთედის წერილობითი მოთხოვნით.


 


6.2.2. საერთო კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კონსორციუმის წევრთა ორი


 მესამედი მაინც.


6.2.3. საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრე წევრების ხმათა უმრავლესობით,


 გარდა შემდეგი საკითხებისა:


 - დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა (ამ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კონსორციუმის წევრთა ორი მესამედისა და კონსორციუმის დამფუძნებელ წევრთა უმეტესობის თანხმობა),


 - კონსორციუმის წევრობის შეწყვეტა (კონსორციუმის წევრთა უმეტესობის თანხმობით).


 


6.2.4. ყველა წევრს გააჩნია თითო ხმა. იმ წევრს, რომელიც ვერ ესწრება კრებას, შეუძლია საჭიროების შემთხვევაში დროებით გადასცეს თავისი ხმა კონსორციუმის ნებისმიერ წევრს. ეს გადაცემა წერილობით უნდა იყოს დამოწმებული. კონსორციუმის დამფუძნებელ წევრებს არ გააჩნიათ სხვა წევრებისაგან განსხვავებული უფლებები, გარდა 6.2.3. პუნქტში მოცემული შემთხვევისა.


 


 6.2.5. საერთო კრება:


 ა) იღებს კონსორციუმის დებულებას და ცვლილებები შეაქვს მასში,


 ბ) ირჩევს აღმასრულებელ დირექტორს და პროექტის მართვის აღმასრულებელ საბჭოს ყოველი პროექტისათვის,


 გ) განიხილავს და ამტკიცებს გრძელვადიან და მიმდინარე სამუშაო პროექტებს,


 დ) იღებს გადაწყვეტილებებს კონსორციუმის ერთობლივი საქმიანობის და ქონებრივი უფლებების ყველა საკითხზე,


 ე) საჭიროების შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას კონსორციუმის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.


 


6.3 კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი.


 


6.3.1. კონსორციუმის აღმასრულებელ დირექტორს ირჩევს საერთო კრება 2 წლის ვადით. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია საერთო კრების მიმართ.


 


6.3.2. აღმასრულებელი დირექტორი უზრუნველყოფს კონსორციუმის საერთო კრების გადაწყვეტილებების შესრულებას, მიმდინარე პროექტების კოორდინირებას, კონსორციუმის საორგანიზაციო საქმიანობის მართვას, აწესრიგებს კონსორციუმისა და ასოციაციის ურთიერთობის ყველა საკითხებს. იგი უფლებამოსილია წარმოადგენდეს კონსორციუმს მესამე პირებთან ურთიერთობაში, აწარმოოს გარიგებები და დადოს ხელშეკრულებები.


 


6.3.3. აღმასრულებელი დირექტორი ატყობინებებს წერილობით კონსორციუმის წევრებს საერთო კრების ზუსტ თარიღს, ადგილს და დღის წესრიგს. იგი უზრუნველყოფს კრებების ოქმის წარმოებას.


 


 6.4. პროექტის მართვის აღმასრულებელი საბჭო


 


 6.4.1. კონსორციუმის მიერ ყოველი შესრულებული პროექტის მართვისათვის საერთო კრება ნიშნავს შესაბამის აღმასრულებელ საბჭოს.


6.4.2. აღმასრულებელი საბჭო ანგარიშვალდებულია საერთო კრებისა და კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორის წინაშე. საერთო კრების გადაწყვეტილებით შესაძლებელია აღმასრულებელი საბჭოს წევრს მიენიჭოს კონსორციუმის წარმომადგენლობითი უფლებები შესაბამისი პროექტის ფარგლებში.


 


 მუხლი 7. კონსორციუმის პასუხისმგებლობა მესამე პირთა წინაშე 


 


7.1. კონსორციუმი პასუხს აგებს იმ ზიანისათვის, რომელიც მესამე პირებს  მიადგათ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების  მოქმედების შედეგად, იმ შემთხვევაში, თუ მათ არაკეთილსინდისიერად  გამოიყენეს კონსორციუმის მიერ  მინიჭებული უფლებამოსილებანი. კონსორციუმი ვალდებულია აანაზღაუროს ამ  დროს წარმოშობილი ზიანი.


 


 მუხლი 8. კონსორციუმის ქონება 


 


8.1. კონსორციუმს უფლება აქვს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წარმართოს შემოქმედებითი, საწარმოო და სამეურნეო საქმიანობა;


 8.2. კონსორციუმის ქონებას შეადგენს ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის  მატერიალური უზრუნველყოფისათვის საჭირო ფონდები, საბრუნავი  სახსრები და სხვა ფასეულობანი.


 8.3. ყოველი პროექტისა და ღონისძიების დასრულების შემდეგ საერთო კრება განსაზღვრავს ამ საქმიანობის შედეგად შეძენილი ქონების განკარგვის წესს. შესაძლებელია ამ ქონების გადაცემა ასოციაციისათვის ან კონსორციუმის რომელიმე წევრისათვის.


 


 8.4. კონსორციუმის სახსრების წარმოქმნის წყაროებია:


 - გრანტები და ნებაყოფლობითი საქველმოქმედო შენატანები,


 - საწევრო გადასახადი,


 - კონსორციუმის მიზნობრივი პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციით მიღებული  შემოსავლები,


 - ასოციაციის მიერ პროექტებისა და პროგრამების რეალიზაციისათვის მიზნობრივად გადაცემული სახსრები,


- სხვა შემოსავლები, რომელთა მიღებაც არ არის აკრძალული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.


 


 8.5. კონსორციუმს შეუძლია საკუთრებაში იქონიოს ქონება, რომელიც საჭიროა წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის უზრუნველყოფისათვის და შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მის მიზნებს. კონსორციუმის  ქონება დაცულია მოქმედი კანონმდებლობით.


 


 


 


მუხლი 9. კონსორციუმისა და ასოციაციის ურთიერთობა 


 


9.1         კონსორციუმისა წარმოადგენს ასოციაციისთან არსებულ ორგანოს, მათი ურთიერთობის საკითხები მოცემულია წინამდებარე დებულებაში ან, სადავო შემთხვევაში, გადაწყდებაბა შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის გზით.


9.2         არ არის სავალდებულო, რომ კონსორციუმის ყოველი წევრი იყოს აგრეთვე ასოციაციის წევრიც, ხოლო ასოციაციის ყოველ კოლექტიურ წევრს აქვს კონსორციუმში გაწევრიანების უფლება.


9.3         კონსორციუმისა და ასოციაციის ოპტიმალური ურთიერთქმედების უზრუნველსაყოფად მიზანშეწონილია კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი არჩეულ იქნეს ასოციაციის გამგეობის წევრთაგან.


9.4         ასოციაცია:



  • უზრუნველყოფს კონსორციუმის საერთო კრების ორგანიზების საკითხებს: თარიღის დაზუსტება, შეტყობინებების და დღის წესრიგის დაგზავნა წერილობითი ფორმით, შეკრების ადგილის უზრუნველყოფა, და სხვ.

  • საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს კონსორციუმს სასამართლოში,

  • ასრულებს კონსორციუმის საქმიანობისათვის საჭირო ფინანსურ ოპერაციებს, ანუ უზრუნველყოფს კონსორციუმის სახსრების თავის ანგარიშზე მიღებას, გადარიცხვას და სხვა,

  • დახმარებსა უწევს კონსორციუმს ყოველგვარი საორგანიზაციო საქმიანობის მოგვარებაში.

 


 


9.5         კონსორციუმი:



  • შეიმუშავებს ასოციაციისათვის ძირითად სამოქმედო პრინციპებს საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების დარგში. ათანხმებს ამ პრინციპებს ასოციაციის სტრატეგიულ გეგმებთან.

 


 


 


 მუხლი 10. კონსორციუმის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია 


 


10.1. კონსორციუმი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.


 10.2. კონსორციუმის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია შეიძლება მოხდეს:


 - კონსორციუმის წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით;


 - კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით.


 


 10.3. კონსორციუმის ლიკვიდაციას გახორციელებს საერთო კრების მიერ დამტკიცებული  ჯგუფი, ამავე კრების მიერ დამტკიცებული სალიკვიდაციო პროცედურის შესაბამისად.


 


 10.4. ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს  მესამე პირთა მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულად სახსრებში, დაკმაყოფილდნენ კონსორციუმის კრედიტორები და დარჩენილი ქონება განაწილდეს საერთო კრების გადაწყვეტილების შესაბამისად. ზემოთ აღნიშნულ "კანონით განსაზღვრულ შემთხვევების" გარდა.


თბილისი


2001 წელი