ელექტრონული კატალოგი ხარაგაულის ბიბლიოთეკაში

კიდევ ერთ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგი. ამჯერად ხარაგაულის მონიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ (ხელმძღვანელი ნანა ლურსმანაშვილი) დაიწყო ელექტრონული კატალოგის გამოყენება. ეს კატალოგი ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემის, OpenBiblio-ს ბაზაზეა. ამჯერად გამოყენებულია მისი ახალი ვერსია - 7.1, რომელიც წინასგან მეტი ფუნციებითა და უკეთესი თავსებადობით გამოირჩევა.

სწავლება კოლეგებს ჩაუტარა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკარებმა (ხელმძღვანელი დიანა გელაშვილი).

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ტელევიზია

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა პირველი ქართული ბიბლიოთეკაა, რომელმაც შექმნა საკუთარი ინტერნეტ-ტელევიზია – GeolibTV.

GeolibTV-ის ვიდეოჩანაწერები შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს "ვირტუალურ კედელზე".

საჯარო ლექცია "სად არის საქართველო"


საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორმა, ილია უნივერსიტეტის პროფესორმა ემზარ ჯგერენაიამ 21 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო ბიბლიოთეკაში საჯარო ლექცია "სად არის საქართველო" წაიკითხა.
ლექცია საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის "საქართველო-ევროპის" ფარგლებში გაიმართა.

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio

ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა OpenBiblio (ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგის შესაქმნელი პროგრამა);

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანია ბიბლიოთეკებში „კომპიუტერული პროგრამის – „ღია ბიბლიოთეკის“ დანერგვა და ბიბლიოთეკების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირების ხელის შეწყობა.

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

20-21 ოქტომბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უკვე მეოთხედ გაიმართა ტრადიციული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს. წლევანდელ კონფერენციას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შესძინა ფერეიდნელი ქართველის პროფესორ საიდ მულიანის სტუმრობამ.

დაფუძნდა „ლურჯი ფარის“ საქართველოს ეროვნული კომიტეტი

 


საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ, ICOM-ის საქართველოს ეროვნული კომიტეტსა და ICOMOS-ს საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან ერთად დააფუძნეს საერთაშორისო „ლურჯი ფარის“ (Blue Shield) საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ოფიციალურად – ააიპ “Blue Shield - ლურჯი ფარის” საქართველოს ეროვნული კომიტეტი).
მისი დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ICOM-ის და ICOMOS-ის ეროვნული კომიტეტების წევრი, ქალბატონი მანანა თევზაძე.

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

20-21 ოქტომბერს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენცია ეძღვნება „ვეფხისტყაოსნის“ პირველი ბეჭდური გამოცემის 300 წლისთავს

ინფოარხების ცნობების შეკრება