საგურამოს ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

11 მაისს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, IREX–ის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ბიბლიოთეკას გადაეცა პერსონალური კომპიუტერი ყველა საჭირო მოწყობილობით.

მისაქციელის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

11 მაისს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, IREX–ის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში მისაქციელის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბიბლიოთეკას გადაეცა პერსონალური კომპიუტერი ყველა საჭირო მოწყობილობით.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ჟურნალი "საქართველოს ბიბლიოთეკა"

გამოვიდა ჟურნალ "საქართველოს ბიბლიოთეკის" ამ წლის პირველი ნომერი.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ხულოს რაიონის ბიბლიოთეკები

საქართველოს საბიბლიოთეოკო ასოციაციის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დახმარებით ხორციელდება ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხულოს რაიონში 5 ბიბლიოთეკა აღადგინა. ამ ბიბლიოთეკებიდან ოთხი სოფლის (დიდაჭარა, ღორჯომი, რიყეთი და სხალთა) ბიბლიოთეკა აღიჭურვება კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით, ბიბლიოთეკარები გაივლიან ტრეინინგებს.

საქართველოს პრეზიდენტმა ლევილში აღდგენილი ბიბლიოთეკა მოინახულა

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ლევილში ბიბლიოთეკა აღადგინა. საქართვლოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღდგენილი ბიბლიოთკა მოინახულა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, სარეზერვო ფონდიდან ლევილის მამულში მდებარე ბიბლიოთეკა მთლიანად გარემონტება. მომავალში საფრანგეთის საელჩოსთან თანამშრომლობით, გაგრძელდება ბიბლიოთეკის მოწესრიგება. აქვე დიასპორის წარმომადგენლებთან საუბრისას გამოითქვა რამოდენიმე საინტერესო ინიციატივა ბიბლიოთეკაში დაცული ხელნაწერების თარგმნასთან დაკავშირებით.

Pirveli Information Agency

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

საბიბლიოთეეკო კვირეულის დახურვა

22 აპრილს დასრულდა ,,საბიბლიოთეკო კვირეული 2016", დევიზით – ,,თანამედროვე ტექნოლოგიები, ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია".
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა კვირეულის დახურვა და ჩატარდა კონკურსი, სადაც პრეზენტაციებით აღწერილი იყო საბიბლიოთეკო საქმიანობის ინოვაციები და თანამედროვე ტექნოლოგიები.
ამ კონკურსში გაიმარჯვა ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ, (პრეზენტატორი  მაკა დიდებულიძე) და პირველი ადგილი მოიპოვა საქართველოს მასშტაბით. კონკურსანტის თემა სწორედ პრეზენტაციების ჩატარების ინოვაციურ ხელოვნებას შეეხებოდა.

პირველ ადგილზე გასული პროექტს დაანონსებული პლანშეტური კომპიუტერი გადაეცა.

საბიბლიოთეკო ასოციაცია ულოცავს მათ წარმატებას!

საბიბლიოთეკო კვირეულის დახურვა

დღეს საბიბლიოთეკო კვირეული მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხურება. 22 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 16 საათზე გაიმართება პრეზენტაციების კონკურსი თემაზე „საინფორმაციო ტექნოლოგიები - ჩემი ბიბლიოთეკის მოდერნიზაცია“

პრეზენტაციების კონკურსში 7 ბიბლიოთეკა იღებს მონაწილეობას: ბოლნისის მთავარი ბიბლიოთეკაგურჯაანის საბიბლიოთეკო გაერთიანება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა ნუკრიანის ბიბლიოთეკა, სენაკის ბიბლიოთეკათელავის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახური და ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა

გამარჯვებულებს თვითონ ბიბლიოთეკარები გამოავლენენ ხმის მიცემის პრინციპით.

გამარჯვებულებისთვის პრიზები დააწესა: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკამ/National Library of Georgiaკულტურის სამინისტრომ და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ / psda.

ინფოარხების ცნობების შეკრება