შეხვედრა სერბეთის კონსორციუმის (KOBSON) ხელმძღვანელთან

04/05/2012 16:00

4 მაისს 16 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება შეხვედრა  სერბეთის  კონსორციუმის (KOBSON) ხელმძღვანელთან, სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკის  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსთან ქალბატონ  ბილიანა კოსანოვიჩთან.
ქალბატონი ბილიანა გაგვაცნობს სერბეთის კონსორციუმის  სტრუქტურას, მუშაობის გამოცდილებას და სხვადასხვა სერვისებს, მათ შორის  მეცნიერთათვის განკუთვნილ სერბეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ სერვისებს.

ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველი გაერთიანებული გამოფენა

 საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, შაბათს 28 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ქართული ციფრული ბიბლიოთეკების პირველი გაერთიანებული გამოფენა გაიმართა. პოსტსაბჭოურ სივრცეში ციფრული ტექნოლოგიების განვითარებითა და ელექტრონული რესურსების შექმნის მიმართულებით საქართველო  ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.  

რადიოგადაცემა "თავისუფალი ლიტერატურა" 27-04-2012

თემა: მისამართი ბიბლიოთეკა;
სტუმრები: ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის ლადო ასათიანის სახელობის საბავშვო ბიბლიოთეკის მთავარი ბიბლიოთეკარი – გულკო ენუქიძე, ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის 45ფილიალის გამგე – მაია ოთარაშვილი;
წამყვანი: ქალაქის მთავარი ბიბლიოთეკის ლიტერატურული სალონის ხელმძღვანელი – ცისანა ქოჩიჩაშვილი.

სკოლის ვიდეოკლიპი ბიბლიოთეკების კვირეულისათვის

თბილისის 42-ე საჯარო სკოლამ ვიდეოკლიპი მოამზადა:


 

თესაუში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო


26 აპრილს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბიბლიოთეკო კვირეული დაიწყო. კვირეული გახსნა საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციამ. კვირეულის გახსნას ესწრებოდნენ თელავის სახელმწიფ უნივერსიტეტის რექტორი თინათინ ჯავახიშვილი, რექტორის თანაშემწე ლელა წიკლაური, ადამინისტრაციის ხელმძღვანელი ჰამლეტ რზმაძე, მედიის წარმომადგენლები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები. ასოციაციის ელექტრონული საინფორმაციო რესურსების მართვის მენეჯერმა თამარ ხახუტაშვილმა გამართა მსოფლიოში ცნობილი სხვადასხვა გამომცემლობის მონაცემთა ბაზებისა და ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია.

ბიბლიოთეკების კვირეული საქართველოში


ბიბლიოთეკების კვირეული საქართველოს მრავალ ბიბლიოთეკაში აღინიშნება სხვადასხვა სახის საინტერესო ღონისძიებებით.


გთავაზობთ ზოგიერთი მათგანის ამსახველ ფოტოებს.


 zugdidi

ინფოარხების ცნობების შეკრება