საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის 2011-2012 სასწავლო წლის შემაჯამებელი საერთო კრება

 konsorciumis kreba

2012 წლის 12 ივლისს 15:00 საათზე ჩატარდა საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის 2011-2012 სასწავლო წლის შემაჯამებელი საერთო კრება.

IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

 IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ა/წლის 15–16 ოქტომბერს, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია.


გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა!

საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალური ასამბლეა GA 2012

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმის წარმომადგენლებმა  მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ორგანიზაცია EIFL–ის გენერალურ ასამბლეაში, რომელიც ჩატარდა ამა წლის 2–5 ივლისს ქ. ერევანში.
სხვადასხვა საინტერესო და სასარგებლო ღონისძიებებთან  და პრეზენტაციებთან ერთად გვქონდა შეხვედრები უცხოეთის გამომცემლობების წარმომადგენლებთან. მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა რომ სექტემბრიდან ჩაირთვება საცდელი ვადებით მრავალი სამეცნიერო მონაცემთა ბაზები და ელექტრონული წიგნები:

ჩვენი მომსახურება წმ. ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტში


საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის დახმარებით საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ელექტრონული კატალოგი (OpenBiblio–ს საფუძველზე).


დღეიდან მისი სტუდენტები შეძლებენ აგრეთვე უცხოური სამეცნიერო ელექტრონულ მონაცემთა ბაზების გამოყენებას.

კოჰა (KOHA) კიდევ ორ ქართულ ბიბლიოთეკაში

საქართველოს კიდევ ორ დიდ ბიბლიოთეკაში გაიმართა ელექტრონული კატალოგები ღია პროგრამის – ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა "კოჰა"-ს – საფუძველზე.


კერძოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სისტემა გაიმართა ივნისის დასაწყისში, სწავლება ჩაუტარდა მის თანამშრომელებს და დაიწყო მისი კატალოგის შევსება. (იხილეთ: http://opac.gtu.ge/)


ხოლო ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში კოჰას სისტემა უკვე გამართულია, ხოლო თანამშრომელთა მომზადება ჩატარდება ივლისში.

ანტონ ლორთქიფანიძე

ანტონ ლორთქიფანიძე

 

27 ივნისს ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ბიბლიოთეკის დამაარსებლის - ანტონ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 165 წლის იუბილე. სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ ვრცლად ისაუბრა ანტონ ლორთქიფანიძის ბიოგრაფიასა და მის საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე, ანტონ ლორთქიფანიძის მიერ ქუთაისში ბიბლიოთეკის დაარსების თაობაზე.

ინფოარხების ცნობების შეკრება