rusudan-(ი)ს ბლოგი

სოფელ არალის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა, ყველა საჭირო მოწყობილობით ადიგენის რაიონის სოფელ არალის ბიბლიოთკას გადაეცა. დღეიდან ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს უფასო ინტერნეტით სარგებლობას.

საქართველოს საბიბლიოთკეკო ასოციაცია

დასრულდა ICT ტრეინინგების მესამე ეტაპი

კომპიუტერული ტრეინინგების მესამე ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაცია მომავალში კიდევ ერთ კურსს დაუთმობს კომპიუტერული უნარჩვევევიბის ტრეინინგს  და საქართველოს ეყოლება 70 სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი რომელიც კომპიუტერულ უნარჩვევებს ფლობს. 

ასოციაცია მომავალში კიდევ მრავალ მნიშვნელოვან, საინტერესო ინიციატივას გეგმავს.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ICT ტრეინინგები - კომპიუტერული უნარჩვევების კურსი

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციიის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული უნარჩვევების საბაზისო კურსი გრძელდება. ტარდება ტრეინინგები სასოფლო ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისათვის. პროექტის ფარგლებში კომპიუტერზე მუშაობას 70 ბიბლიოთეკარი  შეისწავლის.

 ტრეინინგებს ტრადიციულად მასპინძლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიბერთი ბანკის დარბაზი.

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია

ხულოს რაიონის სოფელ სხალთას ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპუტერული ტექნიკის ჩატანა მაღალმთიან აჭარაში დავიწყეთ. ამჯერად ხულოს რაიონის სოფელ სხალთას ახალაღდგენილი ბიბლიოთეკას გადაეცა კომპიუტერული ტექნიკა ყველა საჭირო მოწყობილობით.

საქართველოს საბიბლიოთკეკო ასოციაცია

ბიბლიოთეკართა კასკადური ტრეინინგი ხულოსა და შუახევის რაიონებში

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი ორგანიზებით 30 ივნისიდან ხულოს რაიონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში მიმდინარეობს ბიბლიოთეკართა მორიგი კასკადური ტრეინინგი. ტრეინინგს ამჯერად ასოციაციის ტრენერი ბიბლიოთეკარი ნარგული ბოლქვაძე ატარებს. ტრეინინგს დაესწრებიან ხულოსა და შუახევის რაიონების სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარები სოფლებიდან: დიდაჭარა, ღორჯომი, რიყეთი, ხიხაძირი, სხალთა და ჭვანა ასევე, ხულოსა და შუახევის ცენტრალური ბიბლიოთეკების წარმომადგენლები.

შემდგომში ჩვენი პროექტის ფარგლებში მათ ტრეინინგები თბილისშიც ჩაუტარდებათ.

ტრეინინგის ამსახველი ფოტო მასალა შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საბიბლიოთკო ასოციაციის facebook გვერდზე

ტრეინინგი ხულოს რაიონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში

საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში ხულოსა და შუახევის რაიონებში 6 ახალი ბიბლიოთეკა გაიხსნა. 

29-30 ივნისს ხულოს რაიონის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ასოციაცია, პროექტის ფარგლებში ჩაატარებს ტრეინინგს "ტექნოლოგიები და ბიბლიოთეკა, თანამედროვე საბიბლიოთეკო სერვისები". ტრეინინგი ჩატარდება აღდგენილი სოფლის ბიბლიოთეკების ბიბლიოთეკარებისთვის .

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველი სვირის ბიბლიოთეკას პერსონალური კომპიუტერი გადაეცა

პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით, საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის, IREX–ისა და ეროვნული ბიბლიოთეკის ერთობლივი პროექტის "ინტერნეტი ყველა სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში კომპიუტერული ტექნიკა, ყველა საჭირო მოწყობილობით ზესტაფონის რაიონის სოფელ პირველი სვირის ბიბლიოთეკას   გადაეცა.

პირველი სვირის ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა წარმატებით გაიარა ჩვენი პროექტის "ინტერნეტი ყველ სოფლის ბიბლიოთეკას" ფარგლებში ჩატარებული კომპიუტერული ტრეინინგი.

საქართველოს საბიბლიოთკეკო ასოციაცია

ინფოარხების ცნობების შეკრება